| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_05.06.18 |
| Received On : | 05.06.2018 08:44 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის:
საპრივატიზებო ობიექტის ჯანდაცვის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა 10 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დაცვა და მათ შესრულებაზე გამყიდველისათვის ინფორმაციის წარდგენა 6 თვეში ერთხელ ან მოთხოვნისთანავე.
ვალდებულება შესრულებული არ არის, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო გამოსასყიდი ქონების სრული ღირებულების 0.1% (174.1 აშშ დოლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 31.05.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 623 974.4 აშშ დოლარს და ზრდადია ყოველდღიურად 174.1 აშშ დოლარით.
მყიდველმა, სააგენტოში 18.12.2017 წელს წარდგენილ წერილებში აღნიშნა, რომ მის მიერ მოძიებულ იქნა ინვესტორი კომპანია (შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი“, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა შეიძინოს კომპანიის წილი და უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების გახსნა და პროფილით ფუნქციონირება.
თავის მხრივ, ჰელსიკორმა 08.01.2018 წლის 01/13 წერილით აღნიშნა, რომ შენობაში, ფუნქციონირებს კლინიკა „ჰელსიკორი“ სადაც 2014 წლიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაციები. ამასთან, 2017 წლიდან კლინიკაში გაიხსნა ახალი მიმართულება ონკოქირურგია, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად იწვევენ მოწინავე ევროპული ქვეყნების წამყვან სპეციალისტებს ნოვატორული ოპერაციების ჩატარებისა და დანერგვის მიზნით. ასევე, აღნიშნა რომ ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრიდან, ქ. თბილისში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობაში „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) სამედიცინო სერვისის ნებართვის მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამსახური განთავსებული იყოს პირველ სართულზე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ წილის 100%-ის შესყიდვის საკითხი.
შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ მიერ (რომლის 100% პარტნიორს, მეწარმეთა რეესტრის 17.01.2018 წლის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ჰელსიკორი) სააგენტოში წარდგენილი 18.12.2017 წლის წერილებით მოთხოვნილი იქნა საპრივატიზებო პირობების ცვლილება და შემდეგი რედაქციით განსაზღვრა:
საკითხი გადაგზავნილია ჯანდაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.
2. განათლება 18372 - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომელთა ხელახალი აკრედიტაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2018 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს
ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 01 ნოემბერი.
3. საგარეო 18371 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება კვიპროსის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.
4. საგარეო 18370 - მტკიცდება „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა“. შესაბამისი სამინისტროების პრიორიტეტების გათვალისწინებით.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა შესაბამის სამსახურებში (ჯანდაცვის,
დასაქმების, შრომის, სოციალურ დეპარტამენტებში, სოც. სააგენტოში, NCDC-ში).
5. განათლება 18361 - სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ქსელებისა და ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების სახელმწიფო
შესყიდვები.
6. ეკონომიკა 18358 - შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ უზრუნველყოფს კურორტ გუდაურში სამი უახლესი სტანდარტების მქონე საბაგირო გზ(ებ)ისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობას, მთა „კუდებზე“ არსებული საბაგიროს
გადაკეთებას და კურორტ გუდაურის გათოვლიანების სისტემით აღჭურვის მე-2 ფაზის განხორციელებას.
7. თავდაცვა 18330 - სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს
216 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 5 ერთეულით.
8. ეკონომიკა 18328 - შპს „მპ დეველოპმენტს“, 488 300 ლარად საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, გლდანში, მდებარე 4 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჯამში: 19 532 კვ.მ. მყიდველმა
იკისრა ვალდებულებები:
სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება 3 წლის ვადაში; შექმნილ სავაჭრო ცენტრში არანაკლებ 150 ადამიანის დასაქმება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
8. ეკონომიკა 18280 - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 18624 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
9. ფინანსები 18274 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მენო ინტერნეიშნლს“ შორის მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის ასანაზღაურებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული წინა
წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოფს 229 562 ლარს.
10. ეკონომიკა 18247 - ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, 220/110 კვ. ძაბვის ქვესადგურის
(ქ/ს „თელეთი“) მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის ამ ეტაპზე მშენებლობისათვის საჭირო სპეც. ტექნიკის დაქირავების და ტვირთის გადაზიდვის მომსახურებების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
11. ეკონომიკა 18242 - მტკიცდება საქართველოს ენერგოეფექტურობის 2017-2020 წლების სამოქმედო ეროვნული გეგმა.
პროექტი შეთანხმებული
იყო სამინისტროსთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნია.
13. ფინანსები 18232 - 11 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
14. ფინანსები 18177 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს 2 ცალი Oracle RAC მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
15. ფინანსები 18174 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს არსებული QNAP TS-659 Pro II მოწყობილობისათვის 3 ცალი მყარი დისკის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
16. ფინანსები 18168 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს 3 ცალი ქსელური მარშრუტიზატორის (თანდმევი მომსახურებით ინსტალაციით/მონტაჟით) ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
17. ფინანსები 18163 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს 1 ცალი ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის სახელმწიფო შესყიდვას.
18. ფინანსები 18230 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 9 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს „24 თეთრი“ (ს/ნ 426517129)
2. შპს „არენა“ (ს/ნ 404882640)
3. შპს „ბომონდი-დ“ (ს/ნ 212802519)
4. შპს „გრუპპო ვია“ (ს/ნ 242743215) (მოსაკრებელზე)
5. შპს „გრუპპო ვია“ (ს/ნ 242743215) (საგადასახადო დავალიანებაზე)
6. შპს „ვაკე 777“ (ს/ნ 204888737)
7. შპს „მვპ“ (ს/ნ 204465131)
8. სს „საქანტიკორი“ (ს/ნ 208145069)
9. შპს „ჭოროხი-2009“ (ს/ნ 245626595)
ხელმოსაწერია:
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე