| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_06.03.2018 |
| Received On : | 06.03.2018 07:04 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. გარემო 7406 - ცვლილება შედის მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელებენ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
პროექტის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების ათვისება; რძის გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეების შექმნა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა გამსხვილება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა შემოსავლების ზრდა; მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობის ზრდა და ჯიშთა გაუმჯობესება.
2. კულტურა 7390 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
3. ფინანსები 7324 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცე მა თანხმობა, განახორციელოს წყლის გამაცხელებლების, თანმდევი მომსახურებით (მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა.
ხელმოსაწერია:
1. 7426 - ცვლილება შედის, ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესშ ი.
ცვლილების შედეგად მოხდება ლიცენზიის მფლობელთა მიერ საინფორმაციო ანგარიშის წარდგენა ელექტრონული ფორმით, გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელთა მიერ მოხდება აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. 7410 - ნოტების გაცვლის გზით დაიდება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება.
3. 7399 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „Johanniter-Unfall-Hilfe e.V.-ს“ შორის „2017 – 2018 წლებში ევროკავშირის მოდულის სწავლების მე-3 ლოტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაწილეობის შესახებ“ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
4. 7398 - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 3 ერთეულით და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს 250 ერთეულით.
5. 7397 - ხელი ეწერება „2017 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმებას.“
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე