From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_06.06.18
Received On : 06.06.2018 08:18

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ეკონომიკა 18568 - გუდაურს ენიჭება სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების აღწერილობა.

2.      ფინანსები 18558 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს მაკრო-ფინანსური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

3.      რეგიონული 18458 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Todini Costruzioni Generali S.p.A-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებები - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I: ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ0+000-კმ29+372) სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი II: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა კმ0+000-კმ17+380) სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

კანონპროექტები:

1.    იუსტიცია 18574 – „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ცვლილების პროექტი

შინაარსი: პროექტი ითვალისწინებს, კანონის მოქმედების ვადის  2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას, რათა გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში  სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი.

2.      18459 - პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია-

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ცვლილების პროექტი

პროექტის მიხედვით, ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით აღარ გაიცემა თავიდანვე, მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე. თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.

გაიზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და  D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო  ღირებულების მინიმალური ზღვარი  - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

3.    ეკონომიკა 18427 - საქართველოს საზღვაო კოდექსი ცვლილების პროექტი

ახლებურად წესრიგდება მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, ან ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობისა და ზიანის  ანაზღაურების  მოთხოვნის საკითხები.

 

4.      18422 - პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და სხვანი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ პროექტი და  საქართველოს კანონების პროექტები
საქართველოს პრეზიდენტის  მომდევნო არჩევნებში  არჩეული  საქართველოს პრეზიდენტის  მიერ  ფიცის დადებისთანავე  ძალაში შედის  საქართველოს კონსტიტუციის  ახალი  რედაქცია,  რომელიც ეფუძნება თანამედროვე საპარლამენტო  მმართველობის პრინციპებს  და  შესაბამისად, იზრდება  პარლამენტის,  როგორც  ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი  ინსტიტუტის  როლი და   ახლებურად წესრიგდება  მისი საქმიანობა, შესაბამისად, მომზადდა ,,პარლამენტის რეგლამენტი“ პროექტი და მისგან გამომდინარე პაკეტი, მათ შორის,
 „სახელმწიფო  კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შესახებ“ ცვლილების პროექტი
პროექტის თანახმად, „სახელმწიფო  კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე -  13 მუხლი ს პირველ   პუნქტში „ პარლამენტის  წევრის სტატუსის  შესახებ “  საქართველოს კანონის  ნაცვლად, მითითება ხდება  საქართველოს კონსტიტუციის 39  - ე მუხლის მე  -  5 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს.  მასთან,  კანონში ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ,   ამოღება ტერმინებისა  „ დანიშვნა “ და  „ დამტკიცება “.
პროექტი დამატებით შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ დეპარტამენტში.

4.    18411 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ ცვლილების პროექტი
პროექტი მიზნად ისახავს სამართალდაცვით სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის გამარტივებას, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობის უზრუნველყოფას და ამ გზით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.
5.    ეკონომიკა 18389 - „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ ცვლილების პროექტი
კანონპროექტის მიზანია მეზღვაურთა სერტიფიცირების უზრუნველყოფა, რათა მათ იმსახურონ  IGF კოდექსს დაქვემდებარებულ გემებსა და იმ გემებზე, რომლებიც პოლარულ წყლებში ეწევიან ნავიგაციას, აგრეთვე მათი წვრთნების, როგორც საბაზისო ისე სპეციალიზებული წვრთნების განსაზღვრას.
6.      18272 - კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საკანონმდებლო წინადადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით
მიზანია ახლებურად დარეგულირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციული მოწყობის და საქმიანობის საკითხები.



პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე