From : marina darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : FW: Re: ელ.მთავრობის საკითხები_06.06.2017
Cc : Gia <Tvalavadze'>
Received On : 07.06.2017 12:42

ბატონო დავით,

 

ჯანდაცვის დეპარტამენტი და რეგულირების სააგენტო შევჯერდით პოზიციაზე და არ ვართ წინააღმდეგი აღნიშნული ცვლილების, რადგან ის ხელს არ შეუშლის სააგენტოს მიკვლევადობის კუთხით სათანადო ინფორმაციის მიღებაში.

 

კერძოდ:

ელექტრონულ  მთავრობის პროგრამაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ატვირთული ცვლილების პროექტში ძირითადი/არსობრივი ცვლილება შეეხება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის პროცედურას (რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბერს).

დადგენილების მოქმედი რედაქციის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას დეკლარანტი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით წარადგინოს  სათანადოდ შევსებული ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმაც.

 

წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული მოთხოვნა (ორივე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება) აღარ გავრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომელიც, აპრიორში, გათავისუფლებულა იმპორტის/ექსპორტის გადასახდელებისაგან. 

 

ასეთ შემთხვევაში დეკლარანტი ავსებს მხოლოდ „ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციას“ (რომელიც დამტკიცებულია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის  №290 ბრძანებით და რომლის ამოქმედების ვადად, ასევე, განსაზღვრულია 2017 წლის 1 სექტემბერი (31.05.2017 წლის ცვლილება N177)).

 

„ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციაში“,  სტანდარტული დეკლარაციასგან განსხვავებით, შეიტანება უფრო მცირე ინფორმაცია (ფინანსური ნაწილის გამოკლებით). ეს ინფორმაცია სრულად მოიცავს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმაში შესატან  ინფორმაციას. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო საკმარისად  მიჩნევს   3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ მხოლოდ „ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის“ წარდგენას, ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვა, განხორციელდება დეკლარაციაში გაცხადებული ინფორმაციის გამოყენებით,  რაც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დადგენილების მთავარ მიზანს, ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის კუთხით.

 

ამასთან, გვაქვს ერთი შეთავაზება/წინადადება პროექტის ავტორთან (ფინანსთა სამინისტრო), რომელიც სასურველია, რომ გათვალისწინებული იქნეს.

 

საკითხი ეხება საერთაშორისო არაპატენტირებულ დასახელებას, რომელსაც   არ  გააჩნია დოზა და კონცენტრაცია.

 

ასევე, დადგენილებაში მითითებულია, რომ ფორმა ივსება ქართულად, ამასთან, საერთაშორისო არაპატენტირებულ  დასახელების  ქართული ვერსიები  სააგენტოს არ გააჩნია, რეესტრშიც ინგლისურად არის შეტანილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით  დაკორექტირდა მე-11 პუნქტი.

 

3. „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუს­ხვის ფორმის შევსების წესის“ (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„11. გრაფაში „ფარმ. პროდუქტის დასახელება“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება, მისი ფორმა, დოზა, საჭიროების შემთხვევაში – კონცენტრაცია, და შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა, ხოლო გრაფის მარჯვენა განყოფილებაში აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად)/აქტიური ნივთიერება

 

 

პატივისცემით,

 

მარინა დარახველიძე

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

 

საქართველო,0119, თბილისი

აკ. წერეთლის გამზ.144

 

ტელ.: (+995 32)251 0038 (1102)

მობ.: (+995)577 722 642

ელ.ფოსტა: mdarakhvelidze@moh.gov.ge

 

 

 

 

From: Natia Khmaladze [mailto:natia@moh.gov.ge]
Sent: 06 June, 2017 16:24
To: mdarakhvelidze@moh.gov.ge
Subject: Fwd: Re:
ელ.მთავრობის საკითხები_06.06.2017

 


 

 პატივისცემით

 

  Natia Khmaladze

  Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
  Head of the Legal Department
  144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
  Mob: 77 288800, E-mail:
natia@moh.gov.ge

 

-----Original Message-----
From: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Tue, 6 Jun 2017 11:59:27 +0000
Subject: Re: ელ.მთავრობის საკითხები_06.06.2017

ყველაფერზე OK გარდა ერთისა-

 

  ფინანსები 17433 - ცვლილება შედის ფარმაცევტული პროდუქტის მი­კვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმების შემთხვევაში, დამატებით „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის“ წარდგენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვა განხორციელდება ამავე დეკლარაციაში გაცხადებული ინფორმაციის გამოყენებით.

 აქ მეტი ინფო მინდა და იქნებ რეგულირებას და ჯანდაცვას უთხრა რა მომწერონ პოზიცია.

 

 

From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Tue, 6 Jun 2017 15:05:19 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_06.06.2017
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

 

 ფინანსები 17433 - ცვლილება შედის  ფარმაცევტული პროდუქტის მი­კვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა   შესახებ მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმების შემთხვევაში, დამატებით „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის“ წარდგენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვა განხორციელდება ამავე დეკლარაციაში გაცხადებული ინფორმაციის გამოყენებით.