From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_06.12.2017
Received On : 06.12.2017 07:05

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      თავდაცვა 36524 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მის ბალანსზე რიცხულ მაღალი გამავლობის ავტომანქანა MITSUBISHI Pajero IO–ს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, უვადო სარგებლობაში გადაცემს ა(ა)იპ ,,თბილისის ველოსპორტის კავშირს’’.

 

2.      ფინანსები 36522 - პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ  სამსახურის დაქვემდებარებაში გადასული, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისათვის 300.0 ათასი ლარის გამოყოფას.

 

3.      მთავრობა 36508 - მტკიცდება მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები.

 

პროექტი არეგულირებს მასობრივი თავშეყრის ობიექტების ( მასობრივი თავშეყრის ობიექტებად განისაზღვრა: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა; ავტოგასამართი ან /და აირგასამართი სადგური) მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებს და მისი განხორციელების პირობებს.

 

დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი , მოულოდნელი ხდომილებებისას, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირებს , მოხდება მიყენებული ზიანის ანაზღაურება დადგენილი ლიმიტებისა და პირობების შესაბამისად .

 

4.       სოფელი 36482 - მტკიცდება აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი.

 

პროექტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების იმპორტის პირობებს, წყლის ცხოველების დაავადებების შესახებ შეტყობინების წესსა და კონტროლის მინიმალურ ზომებს, კონტროლის პროგრამებსა და ვაქცინაციის ჩატარების პირობებს, დაავადებისგან თავისუფალის სტატუსის მინიჭების, ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისგან თავისუფლად მიჩნევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგანგებო გეგმების კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.

 

5.      სოფელი 36480 – მტკიცდება აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის  პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი.

 

პროექტი ადგენს ვექტორული სახეობების ჩამონათვალს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს წყლის დეკორატიული ცხოველების ბაზარზე განთავსებისათვის, რომლებიც წარმოშობილია ან გამიზნულია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული  ობიექტებისათვის , ბაზარზე განთავსებისათვის , ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს,  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს და სერტიფიცირების მოთხოვნებს ქვეყანაში იმპორტის და ტრანზიტის  განხორციელებისთვის, მათ შორის ტრანზიტის დროს.

 

პროექტი განსაზღვრავს ვექტორულ სახეობებს, აკვაკულტურის ცხოველების  ბაზარზე   განთავსების, იმპორტის, აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირების და ტრანზიტის პირობებს.

 

6.    სოფელი 36477 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე.

 

პროექტი განსაზღვრავს ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლითა და ღორის ვაჭრობის და ქვეყნის შიგნით მათი ტრანსპორტირების გადამდები დაავადების არსებობისას სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, შემკრები ცენტრის ბიზნესოპერატორის, დილერის და გადამზიდავის საქმიანობის განხორციელების პირობებს, სააგენტოს მიერ დანერგილი საზედამხედველო სისტემის მიზნებს, ბრუცელოზისა და ტუბერკულოზისგან მსხვილფეხა საქონლის ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის და მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის, ქვეყნის ნაწილისა და ქვეყნის   სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნების პირობებს, ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის დადგენისათვის საჭირო კვლევებს, მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ტესტებს, მსხვილფეხა საქონლის სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალს.

 

7.    ეკონომიკა 36472 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალიდან პროექტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ამოღება და სანაცვლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოზურგეთისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების   კაპიტალში შეტანა.

ხელმოსაწერია:

1.      36518 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაშ, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1xx(xxx) ფორმატის ერთიანი მოკლე ნომერს - 1484, 2 წლის ვადით, დროებით სარგებლობაში გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ- „112“-ს, რომელიც უზრუნველყოფს, აღნიშნული მოკლე ნომრის ორგანიზებას, ამოქმედებას და ფუნქციონირებას, ასევე, გაამარტივებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებთან  კომუნიკაციის შესაძლებლობას.

 

2.    36507 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელით გადარიცხავს თანხას ჰააგის სასამართლოს მიზნობრივ ფონდში. ამის შემდეგ მიზნობრივი ფონდი უფრო დეტალურ ანგარიშს წარმოუდგენს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ დონორ სახელმწიფოს, საერთაშორისო დანაშაულების შედეგად დაზარალებულების, მათ შორის, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების, მიმართ განხორციელებული პროექტების შესახებ.

 

3.    36453 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე