| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_07.03.2018 |
| Received On : | 07.03.2018 08:02 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 7514 - ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის საჭირო საქონლის (სამშენებლო მასალა: ქვიშა, ღორღი და ბალასტი) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ეკონომიკა 7513 - ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, მშენებარე 220 კვ და 35 კვ ქვესადგურების დამაკავშირებელი 35 კვ-იანი საკაბელო და საჰაერო ხაზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო (გეოლოგია, არქეოლოგია, გზშ და სხვა საექსპერტო მომსახურებები) მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. რეგიონული 7506 - ხაშურის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, დარჩენილი ეკონომიებით ჯამში − 309 853 ლარის ფარგლებში განახორციელოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
4. რეგიონული 7505 - ძალადაკარგულად ცხადდება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №2706 განკარგულება.
ფონდს დაევალა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
ვინაიდან საავტომობილო სახიდე გადასასვლელის არარსებობა ძლიერ აფერხებდა შპს „RMJ GOLD-ის“ სამეწარმეო საქმიანობას, შპს „RMJ GOLD -ის“ მიერ, დროის მცირე მონაკვეთში, რკინის მყარი კონსტრუქციების გამოყენებით, მდინარე ხრამზე (ქციაზე) აშენებულ იქნა მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების გამავლობის შესაბამისი ხიდი და მოთხოვნილი საავტომობილო ხიდის მშენებლობის საჭიროება აღარ იდგა, ფონდსა და კონტრაქტორს შორის გაფორმდა შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში , მხარეებს შორის პრეტენზიის ან/და მოთხოვნის არქონის თაობაზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, ძალადაკარგულად გამოცხადდეს აღნიშნული აქტი.
5. ეკონომიკა 7501 - შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე“-ს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით მყიდველს 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, გმირ კურსანტების ქუჩის II შესახვევის N7-ში მდებარე 8991.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები ხელშეკრულებით კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, ქონებაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 2018 წლის 16 აგვისტოსი ამ მიზნით, 3 755 202 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
6. მთავრობა 7500 – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, მიეცემა თანხმობა მისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,, შრომის ანაზღაურების '' მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 589 740 ლარით გაზრდაზე .
7. მთავრობა 7552 - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის ვადით ენიჭება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილება, განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები.
8. ეკონომიკა 7535 - ცვლილება შედის „ საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ -ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის სახელით განახორციელოს დადგენილების პროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
9. მთავრობა 7470 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის „მეორადი სახანძრო მანქანის თბილისისთვის გადმოცემის პროექტის შესახებ“ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება; სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და იაპონიის დიპლომატიის განვითარების საზოგადოებას შორის „პარტნიორობის შესახებ“ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
10. გარემო 7449 - შპს „ენერ ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-ს მიეცემა უფლება, მდ. საშუალაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების 34 ინდივიდი და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.
11. გარემო 7445 - ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰესის და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, შპს „ენერგო ინვესტს“ მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე ლაფანის 141 ინდივიდი და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს პროექტის მშენებლობა.
ხელმოსაწერია:
1. 7532 - მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შერწყმა/რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა სამინისტროს ახალი დებულების პროექტი და სტრუქტურა, რომელიც იწვევს ცვლილების განხორციელებას „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესში და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრში, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამინისტროს დასახელება და თანამდებობები ჩამოყალიბდა სამინისტროს ახალი დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებათა შესაბამისად.
2. 7531 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
3. 7512 - ხელი ეწერება „საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივ კომუნიკეს.
4. 7510 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 19 ერთეულით .
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე