From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_07.05.18
Received On : 07.05.2018 07:44

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.        ფინანსები 14326 - პროექტის მიხედვით, საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2018 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიიმართება მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ხოლო განსხვავებული მიმართულებით თანხის მიმართვა შესაძლებელი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან  შეთანხმებით.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 42,388,953

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღირებულება: 40,411,483

წარმოქმნილი ეკონომია: 1,977,470

პროექტი გადაგზავნილია ეკონომიკურ დეპარტამენტში შესატანხმებლად.

2.        საგარეო 14318 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს შორის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)“ ფარგლებში გასაფორმებელი ,,გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ’’ ხელშეკრულების  თანდართული პროექტი.

3.     ეკონომიკა 14298 - ფიზიკურ პირს,  ოლეგ ტურაშვილს საკუთრებაში გადაეცემა განკარგულების ქ. გორში, ნადირაძის ქუჩა N25-ში, ბინა N6-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი (73.43 კვ.მ)   რის შედეგადაც, ის უარს განაცხადებს  სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 

4.        მთავრობა 14340 - მტკიცდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები, რომლის საფუძველზე მოხელეებს მიეცემათ შესაძლებლობა პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონისა და აღნიშნული დადგენილების შესაბამისად.

ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმებში, რომლის მიხედვით, ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთან - „შრომის ანაზღაურება“.

მტკიცდება „პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა”.

დადგენილების პროექტით განისაზღვრება სერტიფიცირების არსი და მიზანი, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების შემოწმებას.

დადგენილებით დამტკიცდება სასერტიფიკატო გამოცდის  თემატიკა და მისი ძირითადი კომპონენტები: სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები.

განსაზღვრულია სერტიფიცირების ორგანიზების პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილება.

სერტიფიკატი ძალაში შევა პირისათვის სერტიფიკატის მინიჭების მომენტიდან და იმოქმედებს 5 წლის ვადით, თუკი სერტიფიკატის მფლობელი პირი, ამ ვადაში არ დაინიშნება მოხელის თანამდებობაზე. სერტიფიკატის მფლობელი პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, სერტიფიკატი იმოქმედებს უვადოდ.

განისაზღვრა სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრების წესი.

მტკიცდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები, რომლის საფუძველზე მოხელეებს მიეცემათ შესაძლებლობა პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონისა და აღნიშნული დადგენილების შესაბამისად.

ცვლილება შედის  პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. გარდა ამისა, ამავე ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება, რომ თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე, რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტი.  საშტატო ნუსხის შედგენის პროცესში, მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას აუცილებელია მისი თანხმობა.

განისაზღვრა საჯარო დაწესებულების ვალდებულება ითანამშრომლოს ბიუროსთან შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის პროცესში, ბიურო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.

თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (მოქმედი აქტი, მოხელის უარის  შემთხვევაში არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას).

ტერმინი ,,გასამრჯელო‘‘ იცვლება ,,ანაზღაურებით‘‘.

მტკიცდება პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესი, პროფესიული განვითარების სტანდარტი და წესი, რომლის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის, მოხელის მიერ პროფესიული განვითარების სტანდარტებისა და მოხელის მიერ პროფესიული განვითარების პროგრამის გავლის სამართლებრივი საფუძვლები.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

5.        ეკონომიკა 14297 - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიეცემა თანხმობა, განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

6.        ეკონომიკა 14296 - შპს „წალკა აგროს“ გადაეცა ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ. №53-ში მდებარე 32 595 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში, ამ მიზნით, არანაკლებ 720 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით, შპს „წალკა აგრო“ თავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

7.     შსს 14294 - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მიეცემა თანხმობა, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 250 ერთეულით.

8.     ეკონომიკა 14291 - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.  

9.     ეკონომიკა 14290 – შპს „რუსთავი ჯგუფს“  სარგებლობის უფლებით გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურავში მდებარე 7300 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიის ვალდებულებად განისაზღვრა „ლუხუნი ჰესი 2“-ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება.
 პროექტის მიხედვით, შპს „რუსთავი ჯგუფი“  თავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

10.     ეკონომიკა 14288 - თიანეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების მიზნით. 
11.  ეკონომიკა 14279 - დუშეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად.

12.  ფინანსები 14274 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს მთავრობის სახელით გააფორმოს საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის განზრახულობათა დეკლარაცია „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“.
პროგრამის მიზანია ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერა.

13.  გარემო 14197 - ცვლილება შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში, რომლის მიხედვით, ახლებურად განისაზღვრა საწარმოს ამოქმედების თარიღი.

14.  ეკონომიკა 14175 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“-ს მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალის მიმდებარე ალტერნატიულ მონაკვეთზე მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი წერტილების მიხედვით აუცილებელი საინჟინრო მომსახურებების (მათ შორის: რელიეფის ციფრული მონაცემების შექმნის, პროექტირების, გეოლოგიური, არქეოლოგიური, გარემოსდაცვითი და სხვა კვლევების, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზების) შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

15.  ეკონომიკა 14174- სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, 220/110 კვ. ძაბვის ქვესადგურის (ქ/ს „თელეთი“) მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის ამ ეტაპზე მშენებლობისათვის საჭირო სპეც. ტექნიკის მომსახურების დაქირავების და არტეზიული ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

16.  ეკონომიკა 14169 - ცვლილება შედის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში, რომლის მიზანია, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ასევე რეგლამენტით დადგენილი ნორმების მისადაგება დღეს მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობასთან და შესაბამისად რეგლამენტში გარკვეული ცვლილებების, დამატებების და ტექნიკური ხარვეზების გასწორების საჭიროება.

17.  ეკონომიკა 14163 - საქართველოს მთავრობას, შპს „ფშავი ჰიდროს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „სკურდიდი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის დასრულების და ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შეყვანის ვადად განისაზღვრება 2018 წლის 30 მაისი, ნაცვლად 2017 წლის 16 ნოემბრისა.

18.  კულტურა 14124 - სსიპ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმი 2018 წლის განმავლობაში, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი გამოფენების მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 190 000  ევროს ფარგლებში, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან.
19.     განათლება 14078 - ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქარ თველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი განისაზღვრება გრანტის გამცემად.
გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
20.     საგარეო 14060 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა მიმართოს 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სირიის საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმის ფონდში  (The IIIM (Trust Fund for the Syria international impartial and independent mechanism)) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის A/RES/71/248 რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი მექანიზმის (,,2011 წლის მარტიდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველაზე მძიმე დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ხელშემწყობი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმი“) დაფინანსების მიზნით.
21.     საგარეო 14058 - სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს მიეცემა თანხმობა 2018 წლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 30 ერთეულით.

22.     ფინანსები 14031 - 2017 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა არაუმეტეს 785 200  ლარი.
23.  ეკონომიკა 14025 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა  თანხმობა, განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის  სახელმწიფო შესყიდვა.

24.  გარემო 13970 - საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახლებურად ყალიბდება ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონიძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც, კომისიის წევრად განისაზღვრა მაია ცქიტიშვილი. 

25.     ფინანსები 14007 – სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 25 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

             1. ი/მ „აზად ველიევი“ (ს/ნ 25001007821, ძველი ს/ნ 133114681)

             2. შპს „არქიტრავი“ (ს/ნ 211354112)

            3. ი/მ „არჩილ მენაბდე“ (ს/ნ 01025017480)

            4. ი/მ „გელა შარიქაძე - ხარისხი“ (ს/ნ 47001029705)

            5. ფ/პ გიორგი ბარდაძე (პ/ნ 24001020235)

            6. ი/მ „დავით ზაქარაია“ (ს/ნ 62006026730, ძველი ს/ნ 120402572)

            7. შპს „დონ სენდვიჩი“ (ს/ნ 404988965)

            8. ი/მ „ედვარდი ღვალაძე“ (ს/ნ 25001003819)

            9. შპს „ელვასერვისი“ (ს/ნ 211399299)

            10. შპს „ელიტ.ფუდი“ (ს/ნ 400042976)

            11. ი/მ „ზვიადი ბოჭორიშვილი“ (ს/ნ 21001000257, ძველი ს/ნ 106309021)

            12. ი/მ „თამარ ჩხეიძე“ (ს/ნ 01017004689)

            13. ი/მ „ილია კვანჭილაშვილი“ (ს/ნ 14001004776, ძველი ს/ნ 128526683)

     14. ფ/პ ირაკლი ნუცუბიძე (პ/ნ 01008011351, ძველი ს/ნ 104914041)

            15. ფ/პ ირმა დვალიშვილი (პ/ნ 60001053929)

            16. შპს „კეხიჯვარი“ (ს/ნ 240885770) (მოსაკრებელი)

            17. ი/მ „მეგი სხილაძე“ (ს/ნ 18001013506)

            18. ი/მ „მზია გვეტაძე“ (ს/ნ 60001012079, ძველი ს/ნ 112825989)

            19. შპს „მოდული“ (ს/ნ 439862089)

            20. შპს „ნერჟი“ (ს/ნ 200144806)

            21. ი/მ „ნიკა ქარდავა“ (ს/ნ 62006000343) (მოსაკრებელი)

            22. ი/მ „ომარ ცხვარაძე“ (ს/ნ 37001036384)

            23. ი/მ „სიმონი ყარაულაშვილი“ (ს/ნ 20001067303)

            24. შპს „სოფო“ (ს/ნ 417876392)

            25. უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ქერვან ამბალაჟ მათბააჯილიქ სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“ (ს/ნ 401954578)

            26. ი/მ „ჯუმბერ გუზიტაშვილი“ (ს/ნ 45001002601, ძველი ს/ნ 141567711)

 

 

ხელმოსაწერია:

1.        14078 - ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქარ თველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი განისაზღვრება გრანტის გამცემად.

 

გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

 

2.        14199; 14198; 14195; 14194 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში,  ახლებურად ყალიბდება: თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტისა და რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები; მინისტრი დაამტკიცებს: სამკერდე ნიშნის ნიმუშებს; სამინისტროს, შეიარაღებულის ძალების ქვედანაყოფების და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სიმბოლიკას. მინისტრი უფლებამოსილი იქნება ახალი და მოდერნიზებული  შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის  შეიარაღებაში  მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი.
3.        14193 - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიეცემა თანხმობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განსაზღვროს არაუმეტეს 22 ერთეულით. 

4.        14164 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2725 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „ჯონოული 1“-ს, რაც, სავარაუდოდ უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების  შესრულებას, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგური „ჯონოული 1“-ს დამხმარე ინფრასტრუქტურის, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და არსებული ელექტროგადამცემი ხაზის  რეაბილიტაციისათვის საჭირო ანძების განთავსებას.

5.        14126 - ცვლილება ხორციელდება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ და „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მუხლებში. ცვლილების თანახმად, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, „გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე“ დაისმება შტამპი, რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

 

 

პატივისცემით,  

   ნათია ხმალაძე