From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_08.01.2018
Received On : 08.01.2018 06:58

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       ეკონომიკა 1360 - პროექტის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რომელსაც არ დასჭირდება პრეზიდენტთან შეთანხმება.

 

2.       მთავრობა 948 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 39 ერთეულით.

 

3.       მთავრობა 943 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტისათვის  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვისაგან გამონაკლისის დაშვებას, საქართველოს პარლამენტს მიეცემა უფლება განსაზღვროს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

 

4.       მთავრობა 40154 - საქართველოს დაზვერვის სამსახურ ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 150 ერთეულით.

 

5.       გარემო 840 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა უფლება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცი ისთვის     გამოყოფილ     ასიგნებათა      ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

6.       ეკონომიკა 1358 - აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში მოხდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრით.

 

7.    ეკონომიკა 1357 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2018 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა- ბაზრობებზე მონაწილეობის ფარგლებში, საპრეზენტაციო სტენდებისა და საინფორმაციო დახლების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

8.    განათლება 1350 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , თავის სარგებლობაში  არსებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში   მდებარე 2500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,  აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით გადასცემს ა(ა)იპ - პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და სოფელ გორაბერეჟოულში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

 

9.    გარემო 1335 - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10, ტურის 10 და მელას 2 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

 

10. გარემო 1334 - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, / მზისანა მინაშვილს, 2019 წლის 17 თებერვლამდე,  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში   (ხე- ტყის ჭრის უფლებით) გადაეცემა სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 6455 კვ. ფართობი, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

 

11. გარემო 1333 - საქართველოს  მთავრობაში  განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე ახალი შემადგენლობით ყალიბდება  ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობა .

 

12. ეკონომიკა 1331 - შპს „ლ. ენდ ლ“-ს,  კომპანიას 1 ლარად გადაეცა ქ. თბილისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე ბიტუმოვანი ნარევებისა და ბუნებრივი ასფალტის მწარმოებელი, ასევე, ბეტონის და ქვის სამსხვრევი საწარმო(ები)ს შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამ მიზნით  არანაკლებ 4 535 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

13. ეკონომიკა 1329 - სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ორგანიზებული კონფერენციების, ტრენინგების, პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს განხორციელებასთან და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის მუშაობასთან დაკავშირებული სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების და ამ ღონისძიებებისათვის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო   შესყიდვას 2018 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული   შესყიდვის   საშუალებით.

 

14. ეკონომიკა 1328 - ა(ა)იპ ოუფენ ნეტი  2018 20 20 წლებში, საკუთარი სახსრებიდან ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ოპტიკურ- ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის (ოპტიკური კაბელ (ებ )ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა -ნაგებობებისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა ) მშენებლობისთვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა (მათ შორის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო მომსახურების, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის სამშენებლო მიზნებისათვის აუცილებელი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ნებართვების, შეთანხმებებისა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის მოპოვება) და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

15. ეკონომიკა 1326 - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორი ზე არსებულ ი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ,,დიდველი’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7867 კვ.მ; 1039 კვ.მ და 3562 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების  პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით .

 

16. ეკონომიკა 1323 - ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა #33-ში მდებარე 4022.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „ჯეოჩემს“, რაც, ხელს შეუწყობს წებოების, საღებავი ექსტრაქტების და დანარჩენი ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 2 445 168 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

17. ეკონომიკა 1320 - სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შეისყიდის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტს.

 

18. მთავრობა 1300 - სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურ ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 170 ერთეულით.

 

19. მთავრობა 1299 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 20 ერთეულით.

 
 

         პატივისცემით,   

        ნათია ხმალაძე