მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 18907 -
პროექტი უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ოთხი პირის მატერიალურ წახალისებას, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (პროექტი დაკავშირებულია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების
აღმოჩენასთან, ნეშთის და თანმხლები არტეფაქტების დამუშავებასთან (ფიქსაციასთან), ამოღებასთან და შემდგომ კვლევასთან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შემდგომი იდენტიფიკაციის მიზნით).
- საგარეო 18906 - ცვლილებები შედის ნატოში ინტეგრაციის კომისიის შემადგენლობასა და კომისიის დებულებაში.
- მთავრობა 18905 - საქართველოს უზენაეს სასამართლოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრა 80 ერთეულით.
- განათლება 18904 - სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯი „ფაზისი“ განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 18902 - პროექტი ითვალისწინებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამულ კლასიფიკაციაში „ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში აღიარებული ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული
ღონისძიებები“ პროგრამული კოდის დამატებას, აღნიშნული კოდის ასიგნებების გაზრდას არაუმეტეს 4 000.0 ათასი ლარით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის განსაზღვრული ასიგნებების შემცირების ხარჯზე და თანხის გადარიცხვას სს „ელექტროენერგეტიკული
სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“. ამასთან, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას, მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას და შესყიდული ელექტროენერგიის „TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.“
კომპანიისათვის უსასყიდლოდ მიწოდებას.
- განათლება 18910 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მიეცემა თანხმობა კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 18891 - წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა 232 612 ლარი.
- მთავრობა 18884 - მტკიცდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება, რომლის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება ადმინისტრაციის სტრუქტურა.
- განათლება 18868 - ცვლილება შედის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
- სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 18851 -
პროექტი ითვალისწინებს, გიგა ოთხოზორიას ოჯახისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემას 2000 ლარის ოდენობით.
ხელმოსაწერია:
- 18896 - „ტექნიკური რეგლამენტის - მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტი გეგმის“ დამტკიცების გათვალისწინებით, უქმდება „ტექნიკური რეგლამენტი - მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების
წესი“.
- 18893 - შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში
განხორციელებულ ცვლილებებთან, სადაც ახლებურად ყალიბდება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
- 18890 - სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე ახლებურად ყალიბდება პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შემადგენლობა,
სადაც წევრის სტატუსით შედის
თამილა ბარკალაია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 18888 - მტკიცდება ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სანიტარიული
და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის განახლებული შემადგენლობა,
სადაც, შედის მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
- 18887 - სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიეცემა თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელოს: კომპიუტერულ მოწყობილობებისა და აქსესუარების, წყლის სატრანსპორტო
საშუალებების (სკუტერი) მისაბმელის (ლაფეტი), სკამების შესყიდვა.
- 18863 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმებას.
- 18850 - აჭარის მაღალმთიან რეგიონში მდებარე, კურორტ გოდერძის განვითარების, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სამხრეთ საქართველოს გაზსადენის სისტემიდან კურორტ გოდერძის მიმართულებით გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
- 18839 - ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებულ
ცვლილებებთან.
პროექტი ითვალისწინებს გარკვეული საფასურების გაუქმებასა და ზოგიერთი საფასურის დაზუსტებას. მოხდა საფასურების დიფერენცირება საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციაზე მატერიალური სახით შეტანილ განაცხადსა და ელექტრონულ განაცხადს შორის.
პროექტის მიხედვით, განისაზღვრა, საქპატენტში განაცხადების ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდება 20%-იანი შეღავათი.
კანონპროექტი:
- 18913 „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“, ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ცვლილების პროექტები
მიზანია ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოება, კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება, აგრეთვე ალგეთის ეროვნული
პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი და კინტრიშის ეროვნული პარკი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების ასახვა კანონში.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე