From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_08.12.2017
Received On : 08.12.2017 07:54

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    განათლება 36942 - ცვლილება შედის სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელების წესში. ცვლილების მიხედვით , ცენტრი მოემსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.

 

2.    ეკონომიკა 36937 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, პროექტი ითვალისწინებს, კომპონენტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის ვადის კიდევ ერთი წლით - 2018 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელებას, რაც საშუალებას მისცემს მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთი წლით ისარგებლონ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით.

 

3.    ფინანსები 36933 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა მიეცემა, დროებითი ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი  6 000 000 ლარის დაბრუნება 2017 წლის - 1 დეკემბრის ნაცვლად განახორციელოს არაუმეტეს 25 დეკემბრისა.

 

4.    მთავრობა 36895 - სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, 100 000 ლარის ფარგლებში განახორციელებს ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვას.

 

5.    სოფელი 36830 - მტკიცდება სურსათის /ცხოველის საკვების განადგურების წესი.

 

პროექტი არეგულირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის /ცხოველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.

 

6.      სოფელი 36790 – მტკიცდება  ტექნიკური რეგლამენტი - „კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურები“.

 

პროექტის მიზანია მავნე ორგანიზმის გამოვლენა, შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილება და გამოვლენის  შემთხვევაში   გავრცელების თავიდან აცილება და კონტროლი მისი აღმოფხვრის მიზნით.

 

პროექტი განისაზღვრა კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურების დროს ბიზნესოპერატორის ვალდებულებები და სააგენტოს უფლებამოსილებები.  

 

7.      რეგიონული 36779 - ხონის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილ ეკონომიას, რომელიც შეადგენს 18 972 ლარს, მიმართავს სოფელ სუხჩაში მდინარე ღარჩლაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისა და ზედა გორდის ყურაშვილების უბანში სავალი ნაწილის მარცხენა გვერდულის გაბიონის კედლით გამაგრების სამუშაოების განსახორციელებლად.

 

8.    გარემო 36759 - შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია"-ს,"ხობი 2 ჰესი"-ს პროექტის განხორციელების ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგურის  გვირაბის პორტალამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში, ერთ წლამდე ვადით, გადაეცემა სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 16251 კვ.მ ფართობი,  ასევე, მიეცემა უფლება ჭრები განახორციელოს 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე, აგრეთვე, ბუნებირვი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები (14 ინდივიდი) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰესის მშენებლობა.

ხელმოსაწერია:

1.    36997 - საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების ვადა იზრდება 2019 წლის პირველ იანვრამდე.

 

2.    სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, 2017 წლის 8 - 29 დეკემბერის პერიოდში დევნილთათვის სახელობო იარაღების შეძენ ისა და მათთვის გადაცემ ის მიზნით.

 

3.    36902 - ცვლილება შედის ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებში, რომლის მიხედვით, უქმდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო.

 

4.    36755 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე