| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_11.06.18 |
| Received On : | 11.06.2018 12:07 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 19044 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“ შორის 2015 წლის 25 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კმ-ზე მდებარე 11998 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის:
საპრივატიზებო საფასურის, 1 000 000 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 თვის ვადაში ქონების ბაზაზე ზოგადი პროფილის, არანაკლებ 25 საწოლზე გათვლილი, სამედიცინო მომსახურების ცენტრის შექმნა, აღჭურვა (მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა) და ფუნქციონირების დაწყება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 თვის ვადაში 4 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
სამედიცინო ობიექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 თვის ვადაში სამედიცინო პერსონალის დასაქმება, არანაკლებ 50 პირის ოდენობით, არანაკლებ 2 წლის ვადით.
კომპანიის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 7 ივნისს მიმართა სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დადგენის მიზნით, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი და მითითება, რომ სავალდებულო იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეზღუდული ვადის გათვალისწინებით, 2016 წლის 17 აგვისტოს კომპანიამ ხელახლა მიმართა არქიტექტურის სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით. არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 2 სექტემბერს მხარეს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ში სადაც არ არის დასაშვები სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და საჭირო იყო ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნა. კომპანიამ 2016 წლის 6 სექტემბერს მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ფუნქციური ზონის ცვლილება.
კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა წამოიჭრა რიგი პრობლემა (მიწის ნაკვეთს უკავშირდება გაზსადენი მილი, ნაკვეთზე გადის საკანალიზაციო კოლექტორი), რამაც შეაფერხა მშენებლობის დაწყება და მოითხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადების გაზრდა 1 წლით.
საკითხი განხილული იქნა სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისიაზე სადაც შესაძლებლად იქნა მიჩნეული მყიდველის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ვადის გადაწევა და ამასთან, მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინოს ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის ვადაგაზრდილი ან ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ასევე, კომპანიის საპრივატიზებო პირობად დამატებით განესაზღვრა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საფუძველზე სახელმწიფოს მიმართ დამდგარი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, კომპანიის ვალდებულება 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით წარმოადგინოს სამხარაულის დასკვნით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულების - 150 118.16 ლარის ოდენობის ვადაგაზრდილი ან ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც, განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.
2. ეკონომიკა 19043 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
3. ეკონომიკა 19042 - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათგვერდში მდებარე 1650 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
4. ეკონომიკა 19041 - ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბიჯვარში მდებარე 68346 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
5. ეკონომიკა 19040 - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილად.
6.
ეკონომიკა 19039 -
ი/მ ეკატერინე აბარამიას (უფლებამონაცვლე - შპს „გრინპაკი“) 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე (ნაკვ.14/579) არსებული 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-2
შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385.09 კვ., კომპანიამ იკისრა ვალდებულებები, გადაცემულ ქონებაზე ქაღალდისა და არამოქსოვილი მასალისაგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ამ მიზნით, არანაკლებ 1 416 000 ლარის ინვესტიციის
განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
7. გარემო 19017 - ცვლილება შედის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, კონკრეტული საქმიანობები დაექვემდებარა „გარემოსდაცვით გადაწყვეტილება“-ს და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი გახდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ არის უფლებამოსილი განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიების სახელმწიფო კონტროლი.
8. ეკონომიკა 19016 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ მემორანდუმსა და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს ,,სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გასაფორმებელი N12 კომპლექსური შეთანხმების პროექტი.
9. გარემო 18996 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა უფლება, გამონაკლისის სახით, განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არა უმეტეს 47 ერთეულით.
10. შსს 18974 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებენ: ავეჯის, ჰაერის კონდიციონერისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
ხელმოსაწერია:
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე