| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_11.12.2017 |
| Received On : | 11.12.2017 09:31 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. განათლება 37569 - სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“ განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
2. მთავრობა 37549 -მტკიცდება საჯარო მმართველობის განხორციელების სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“- ის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ექვსი ძირითადი მიმართულებით აქტივობების განხორციელება შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ, ეს მიმართულებებია: პოლიტიკის დაგეგმვის განვითარება ქვეყანაში, საჯარო სამსახურის რეფორმა, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.
პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის, სოციალურ და შრომის დეპარტამენტებთან რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით.
3. შსს 37516 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება: სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების და საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავებული პირების სამედიცინო მომსახურების და საჭირო მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებისთვის კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნარკოტიკული საშუალებებისა და პრეკურსორების სტანდარტული ნიმუშების სახელმწიფო შესყიდვა; სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან /და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების , სამკურნალწამლო, სახარჯი მასალის, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.
4. შსს 37514 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი დანაყოფის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფას.
5. რეგიონული 37513 - გორის მუნიციპალიტეტი ევროპის კომისიის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიიღებს გრანტს 600 000 ევროს ოდენობით.
6. რეგიონული 37512 - გურჯაანის, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, ინდივიდუალურად, მიიღებენ გრანტს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში“, არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.
7. ფინანსები 37510 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 2017 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები .
8. ენერგეტიკა 37507 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ ჩორდულა ჰესს “ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ჩორდულა ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე, შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
9. ენერგეტიკა 37505 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ ენერჯი ფაუერს “ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ასკი ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე, შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
10. ენერგეტიკა 37503 - შეწყდება საქართველოს მთავრობას, „ Ahlatci Enerji Sanayi ve Ticaret Ltd Sti “-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს „დოლრა ჰესის“ თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.
11. რეგიონული 37158 - „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულება, შესაბამისობაში მოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებთან.
12. სოფელი 37118 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები.
პროექტით განისაზღვრება ცხოველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წესები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორადი პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების ცხოველთა ჯანმრთელობის რისკების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით კი ცხოველის საკვებისა და სასურსათო ჯაჭვის უვნებლობის დასაცავად, ჩართული კომპეტენტური ორგანოებისა (სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სხვ.) და ბიზნესოპერატორების ვალდებულება.
წარმოდგენილი პროექტი, ასევე ადგენს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესსა და მინიმალურ სიხშირეს სხვადასხვა ტიპის საწარმოსა და საამქროში.
ბიზნესოპერატორი, რომელიც მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
13. რეგიონული 37568 - სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამარტივებული წესით გასცემს მესტიის აეროპორტის დამატებითი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მშენებლობის ნებართვას, რის შემდგომაც განხორციელდება დასრულებული სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღება.
ხელმოსაწერია:
1. 37237 - სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში , თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტისგან „RUSI“, აკადემიისთვის 2018 წლის განმავლობაში თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის ,,ომის ტრანსფორმაცია - ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომები “-ს მოდულის სასწავლო პროგრამის მომზადებისა და წარმართვის, ხოლო სკოლისთვის ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მოდულზე მათი წარმომადგენლების დასწრებისა და სწავლების უზრუნველყოფის და 2018 წლის განმავლობაში „რუსეთის თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის “ და „რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზის “ თემებზე სკოლის წარმომადგენელთათვის ორი სწავლება / სემინარის გამართვის სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებენ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. 37191 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.
3. 37031 - პროექტის მიხედვით, 2017 წლის იანვარ- დეკემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიას საქართველოს სამინისტროები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები მიმართავენ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
4. 36997 - საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების ვადა იზრდება 2019 წლის პირველ იანვრამდე.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე