From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_12.03.2018
Received On : 12.03.2018 07:31

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      რეგიონული 7862 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის კმ1-კმ7.4 მონაკვეთისა და თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის კმ8.8-კმ11 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

2.      განათლება 7861 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

 

3.      ეკონომიკა 7860 - ცვლილება შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებ აშ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით.

 

იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები, იცვლება მოქმედი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, ასევე ხდება ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სახელწოდების ცვლილება.

 

4.    ეკონომიკა  7859 - პროექტი ითვალისწინებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განსაზღვრ.

5.    ეკონომიკა 7854 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (წარმოდგენილს საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის სახით) შორის საგრანტო პროექტის – „საჯარო სერვისების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომობის ზრდა“ – განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულება.

 

საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მოდულ(ებ)ის შექმნა/განვითარება. ონლაინ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მიმდინარე/ჩაშლილი აუქციონებისა თუ საპრივატიზებოდ მომზადებული ქონების შესახებ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა სააგენტოს იმ ძირითადი სერვისების დისტანციურად - მოქალაქის პორტალის - my.gov.ge-ის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან.

 

6.      ფინანსები 7850 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს კონსულტაციებს საფრანგეთის მთავრობასთან:

 

საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული „ფინანსური პროტოკოლი“-თ განსაზღვრული მესტიის ხეობაში, სათხილამურო საბაგიროების მოწყობის პროექტისათვის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული „ფინანსური პროტოკოლი“ -თ და 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიზნობრიობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

7.      განათლება 7845 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.

 

8.    იუსტიცია 7823 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სფეროში მის მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმების შედეგების კვლევის ჩასატარებლად შესაბამისი მომსახურების , ასევე, მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

9.      ეკონომიკა 7810 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭება უფლებამოსილება, გარკვეული ტიპის მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

10.  ფინანსები 7797 - ცვლილება შედის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წეს, რომლის   მიხედვით, შესაძლებელი გახდება საქონელზე აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის განხორციელების დაჩქარება. ამასთანავე ზუსტდება, რომ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტ­რო­ლისა და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ას ნიმუშის აღება განხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით .

 

ცვლილება შედის არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში, რომლის მიხედვით, ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება განხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ და აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. ნიმუშის აღება განხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.

 

ცვლილება შედის სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში, რომლის მიხედვით, დგინდება ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის, არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების და გენმოდიფიცირებული ორგანოზმების/პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების  ფასი.

 

ცვლილება შედის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესში, პროექტი ითვალისწინებს,  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ანალიზისათვის აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის დაჩქარებას.

 

 

11.  ეკონომიკა 7789 - ქალაქ ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე 7192 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული  შენობა საერთო ფართით - 1153,95 კვ.მ., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

12. მთავრობა 7863 - სსიპ-ვეტერანების   საქმეთა სახელმწიფო სამსახური მხატრულ-დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზური დღიურები‘‘  (სად მიდის ლიზა) წარმოების, წინამოსამზადებელი პერიოდის ფინანსური  მხარდაჭერის მიზნით გამოყოფს 30 000 ლარს.

 

13.  მთავრობა 7875 - ცვლილება შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობის, მათი გაცემის პირობებსა და წესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის თანამშრომელთა მიმართ განსაზღვრული იყო გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადა, პროექტის მიხედვით  გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტი.

 

14. მთავრობა 7864 - მტკიცდება  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების“ განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა.  

განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. პროექტი ატვირთულია განმეორებით.

15. 7863 - მტკიცდება "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა ( დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე" დადგენილების პროექტი, რომელიც  წარმოადგენს ეროვნულ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და საქმიანობები ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW), გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს.

განისაზღვრა სახელმწიფო უწყებები/დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში, სსიპ მომსახურების სააგენტოში და სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში”.


საქმიანობა: 2.1.1ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში (ფონდის ფარგლებში) მოქმედი თავშესაფრებისა, კრიზისული ცენტრების და ცხელი ხაზის მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილ ასიგნებებში აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებას;

2.1.2 ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებში სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისთვის;

2.1.3 სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილ ასიგნებებში მათ გათვალისწინებას.

17.  ფინანსები 7891 -  9 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.     

 

ხელმოსაწერია:

16.  7856 -  მთავრობასთან თანხმდება:

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ()იპსაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდქართუსშორის გასაფორმებელი გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ ხელშეკრულებ;

 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით გასაფორმებელიგრანტის გაცემის შესახებხელშეკრულება.

 

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე