| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_12.06.18 |
| Received On : | 12.06.2018 08:09 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
ხელმოსაწერი:
კანონპროექტი:
1. 19280 - პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების პროექტი
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული სხვა ცვლილებების ტექნიკურ ასახვას, რათა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგ ნორმებში არ მოხდეს გადაფარვა და მოხდეს უკვე მიღებული კანონპროექტების შესაბამისობაში მოყვანა იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის თვალსაზრისით.
2.
განათლება 19265 - „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცვლილების პროექტი
საქართველოში არსებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, დაწესდება ერთგვაროვანი გარდამავალი პერიოდი - 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 19272 - პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და სიმონ ნოზაძე
„ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილების პროექტი -
პროექტის მიზანია, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველების შექმნა და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნების აუცილებლობა.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ დეპარტამენტში.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე