From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_12.12.2017
Received On : 12.12.2017 07:31

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    მერია 37819 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს, 2018 წლის შესახვედრად, შობა-ახალი წლის  დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2 735 779 ლარის ფარგლებში.

 

2.    ენერგეტიკა 37799 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ სოლო ენერჯის  შორის დაიდება შეთანხმება აღნიშნულ მხარეებს შორის „შავი არაგვი 1 ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

3.    ეკონომიკა 37796 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება სახელმწიფოს მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ყულალისში მცხოვრები მოქალაქე სუსანნა   ღაზარიანის საკუთრებაში არსებული ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ყულალისში მდებარე 825 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის ( საცხოვრებელი სახლი)  გამოსყიდვა, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას ამავე საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის გაზრდის და მასში მცხოვრებლებისთვის საფრთხის არიდების მიზნით.

 

4.    ენერგეტიკა 37794 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ სოლო ენერჯის  შორის დაიდება შეთანხმება აღნიშნულ მხარეებს შორის „შავი არაგვი  ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის, კერძოდ, საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

5.    მთავრობა 37791 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცი განახორციელებს ფერადი პრინტერის სახელმწიფო შესყიდვას.

 

6.    სოფელი 37784 - მთავრობასთან თანხმდება, სსს − სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო   ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

7.    სოფელი  37781 - სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად - ინსექტიციდების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელებ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

 

8.      ენერგეტიკა 37776 - საქართველოს მთავრობასა და შპს „TOPGEO-ს“ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ხევი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების  თაობაზე.

 

9.      მთავრობა 37753 - მტკიცდება მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები.

 

პროექტი არეგულირებს მასობრივი თავშეყრის ობიექტების ( მასობრივი თავშეყრის ობიექტებად განისაზღვრა: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა; ავტოგასამართი ან /და აირგასამართი სადგური) მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებს და მისი განხორციელების პირობებს.

 

დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი , მოულოდნელი ხდომილებებისას, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირებს , მოხდება მიყენებული ზიანის ანაზღაურება დადგენილი ლიმიტებისა და პირობების შესაბამისად .

 

10. ეკონომიკა 37733 - თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 10486.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა თიანეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, უძრავი ქონება („ვაჟა-ფშაველას“ სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი) გამოყენებული იქნება მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.

 

11. შსს 37720 - ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ) 2018 წლის 1  იანვრიდან 2018 წლის  31   დეკემბრის ჩათვლით  უზუფრუქტის უფლებით გადაეცემათ, პროექტში მითითებული უძრავი ქონება, ხოლო   თხოვების უფლებით პროექტში მითითებული მოძრავი ქონება, რომელიც  გამოყენებულ იქნება წვევამდელების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, სსიპსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მაგისტრანტებისა და მსმენელების კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად .

 

12. ეკონომიკა 37712 - შპს „მტკვარი ჰესს“ საკუთრებაში გადაეცემა ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 ერთეული უძრავი ქონება (ჯამში 8659.00 კვ.მ.) რაც, ხელს შეუწყობს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

13. სოფელი 37676 - ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ 20 000 000 ლარს მიმართავს შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში მის  მიერ  საქართველოს მასშტაბით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების შესყიდვის მიზნით.

 

14. შსს 37672 - პროექტი ითვალისწინებს, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რომლის ფარგლებში, დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზამთრის საბურავების შეძენისათვის და მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო გადასახდელები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომუნალური გადასახდელები და მოსამსახურეთა ბინის ქირის ხარჯები.

 

15. შსს 37668 – პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის 2017 წლის ბოლომდე შრომის ანაზღაურების თანხების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით სამინისტროსთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის მიცემას.

 

16. შსს 37665 - პროექტი ითვალისწინებს,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 700000 ლარით გაზრდას.

 

17. შსს 37662 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა უნიფორმით აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯების და სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მიმდინარე გადასახდელების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 2 000 000 ლარი.

 

18. რეგიონული 37653 - საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი შემადგენლობით ყალიბდება სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

 

19. ფინანსები 37623 - საქართველოს ფინანსთა  და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები დაიწყებენ კონსულტაციებს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააფორმებს შესაბამის დოკუმენტებს ჩინურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან (60 მილიონი იუანი) აუთვისებელი თანხით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად.

 

20. სოფელი 37622 - ცვლილება შედის   ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებსა და მათი გაცემის წესში, რომლის მიხედვით, „საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის“ ვეტერინარული სერტიფიკატი შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის მოთხოვნებთან.

 

21. სოფელი 37610 - ცვლილება შედის   დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით:

 

დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს სსიპ - სურსათის სააგენტო, საქართველოს ტერიტორიაზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დროს და საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  სსიპ შემოსავლების სამსახური - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას , ხოლო დაფასოებული წყალს კატეგორიებსნატურალური მინერალური წყალი “, „წყაროს წყალიდა სუფრის წყალი მიანიჭებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

სავალდებულო იქნება ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ეტიკეტზე განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია: ჩამოსხმული წყლის აღწერა ( არაგაზირებული, ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი ), სპეციფიური კომპონენტების დასახელება და რაოდენობა, ადგილი, სადაც ხდება წყლის მოპოვება, ექსპლუატაცია და წყაროს დასახელება, ინფორმაცია წყლის ნებისმიერი დამუშავების შესახებ.

 

იკრძალება ერთი და იმავე წყაროდან ჩამოსხმული წყლის რეალიზაცია ერთზე მეტი კომერციული /სავაჭრო დასახელებით, ეტიკეტზე ისეთი აღნიშვნების, დასახელებების, სავაჭრო ნიშნების,   ილუსტრაციების, სიმბოლოების და სხვა ნიშნების გამოყენება.

 

ტერმინი „ბიზნესოპერატორი“ შეიცვალა ტერმინით „მწარმოებელი“.

 

22.  მთავრობა 37839 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით 5 წლის ვადით გადასცემს  სს თიბისი ბანკს.  

 

23. ეკონომიკა 37606 - მტკიცდება სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვისსაქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი .

 

24. სოფელი 37598 - ცვლილება შედის, „დანერგე მომავლი“ სახელმწიფო პროგრამაშ, რომლის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული  მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მონაწილეობა დასაშვები გახდება იმ პირებისთვისაც, რომელთაც არამხოლოდ საკუთრებაში, ასევე გრძელვადიანი იჯარით მიღებული აქვს მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე