| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_13.03.2018 |
| Received On : | 13.03.2018 07:07 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. საგარეო 8064 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, გარკვეული საპატიო მიზეზით ვერ ახერხებენ კონკურსის ჩატარების ადგილას გამოცხადებას, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსში, კანდიდატის შეფასება განხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
2. განათლება 8059 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ა(ა)იპ – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულება.
აღნიშნული უზრუნველყოფს, მეცნიერების პოპულარიზაციას, ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და აჭარის მაღალმთიან რეგიონში განათლების მიღების ხელშეწყობას.
3. განათლება 8058 - სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.
4. განათლება 8057 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის , აჭარის, გურიის, აფხაზეთის, სამეგრელო -ზემო სვანეთის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების ინვენტარიზაციის (შენობა -ნაგებობების აზომვითი სამუშაოების ჩატარება, კითხვარის და ფართობების ცხრილის შევსება ) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ს.
5. განათლება 8056 - ახალი შემადგენლობით მტკიცდება სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, სადაც ადრე შედიოდა ჩვენგან ნინო ბერძული , ახლა საჭიროა ახალი კანდიდატის დასახელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის დონეზე.
6. ეკონომიკა 8054 - ცვლილება შედის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესში, რაც გამოწვეულია განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციით.
7. ეკონომიკა 8049 - მტკიცდება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტში ქართული მხარის შემადგენლობა, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ელზა ჯგერენაია.
8. კულტურა 8021 - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის განმავლობაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენების მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა ს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ხელმოსაწერია:
1. 8048 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის „მეორადი სახანძრო მანქანის თბილისისთვის გადმოცემის პროექტის შესახებ“ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება; სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და იაპონიის დიპლომატიის განვითარების საზოგადოებას შორის „პარტნიორობის შესახებ“ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. 8047 - „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, შექმნილი გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − ,,საქპატენტის“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ გოგილიძეს ენიჭება „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის N1/2018 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილება.
3. 8030 - თანხმობა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დასადებ შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე.
4. 8027 - მთავრობასთან თანხმდება, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობასა და, მეორე მხრივ, შვედეთის მთავრობას შორის დანაშაულის, განსაკუთრებით კი – საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ზომების შემდგომი გაძლიერების შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტი.
5. 8016 - მთავრობასთან თანხმდება, „ საქართველოს კურორტების , საკურორტო ადგილების, სამთო- სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე