ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 19459 - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სამხრე კამერების სისტემების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- შსს 19458 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან 2022 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდება სსიპ მომსახურების სააგენტო მის მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას.
- ეკონომიკა 19367 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქალაქ სიღნაღის შემოსასვლელში, ე. ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 27
კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქის ტერიტორიაზე ექსტრემალური სპორტულ-გასართობი ბაგირის მოწყობის მიზნით.
ხელმოსაწერია:
- 19466 - გაიმართება მოლაპარაკება „თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
- 19303 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენცია.
- 19302 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გრიგორ ტაბატაძის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.“.
კანონპროექტი:
- 19407 - საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ცვ. პროექტი
შინაარსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები‘‘ იცვლება ტერმინით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები‘‘.
- 19406 - საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ ცვ. პროექტი
შინაარსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები‘‘ იცვლება ტერმინით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები‘‘, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული
- გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით„ სახელმწიფო რწმუნებული“, ვინაიდან უქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო ,,უშიშროების საბჭო‘‘, ამოღებული იქნება შესაბამისი დებულებები. - 19404 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვ. პროექტი
შინაარსი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით, შესაბამისად, ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის
შესახებ’’ და ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეების შრომის ანაზღაურების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის ნორმატიული შინაარსი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ‘‘ ორგანულ კანონში. შესაბამისად, მითითებული კანონები ცნობილია ძალადაკარგულად.
- 19401 - პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვ. პროექტი
პროექტის მიზანია კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, არჩევნების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხების დაზუსტება და საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებლი რედაქციით გათვალისწინებული ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება. - 19397 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ ცვ. პროექტები
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის განახლებული რეგულაციები. ასევე, ცალკეული საკითხები, რომლებიც ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და რეფერენდუმის
ჩატარების წესს, მათ შორის გარდამავალ პერიოდში.
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებით ვერ ისარგებლებს საქართველოს ის მოქალაქე, რომლიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ან სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში;
პროექტი აღარ ითვალისწინებს საერთო - სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების დროს რეფერენდუმის სავალდებულოდ გამართვას.
თანამდებობის პირებს - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს, მინისტრს
და მის მოადგილეს, სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს განესაზღვრებათ ვალდებულება, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ მათთვის დადგენილ ვადაში, გაიარონ ნარკოლოგიური
შემოწმება და შესაბამისი ცნობა, მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინონ ბიუროს. აღნიშნული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. დგინდება შესაბამის პასუხისმგებლობა აღნიშნულის განუხორციელელობისათვის.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე