From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_13.12.2017
Received On : 13.12.2017 07:37

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       მთავრობა 38039 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტი.

 

2.       ეკონომიკა 38037 - შპს „მენო ინტერნეიშენალის“ სასარგებლოდ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ გააჩნია დავალიანება 1 099 027,39 ლარის ოდენობით, ასევე, პარლამენტის შენობის მშენებლობის ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილ იქნა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ და მისი ზიანი განისაზღვრა 2 384 530 ლარის ოდენობით.  შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ გამოხატავს თანხმობას ზემოაღნიშნული მოთხოვნები და ვალდებულებები გადაეცეს თავდაცვის სამინისტროს.

 

პროექტის თანახმად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოხდება, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მოთხოვნებისა და ვალდებულებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა, რათა განხორციელდეს მოთხოვნათა გაქვითვა.

 

3.    ეკონომიკა 38035 - შპს „ცენტრ გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბაზე მდებარე 8993.00 კვ.. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა- ნაგებობა, იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის საკუთრებაში არსებული ბაზალეთის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებას.

 

4.    რეგიონული 38034 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - Soosung Engineering Co. Ltd and Dohwa Engineering Co. Ltd-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებ ა - E-60 ჩქაროსნული ავტო მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (დაახლოებით 11.2 კმ) პროექტის განხილვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობ ა“.

 

5.    განათლება 38030 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირებისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

 

6.    განათლება 38029 - პროექტი ითვალისწინებს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების შესახებ მიღებული რეკომენდაციების საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებას.

 

7.    ეკონომიკა 38027 - შპს „ბარაკონს“ საკუთრებაში  გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 428 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, ხელს შეუწყობს რეგიონში სასტუმრო კომპლექსის გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას.

 

8.    სასჯელაღსრულება 38026 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, რომელიც წარმოებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ.

 

9.    ეკონომიკა 38024 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის ტერიტორიაზე მდებარე 58845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელზეც დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

10. სასჯელაღსრულება 38023 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას 2018 წლის განმავლობაში არაუმეტეს 120 000 ლარის ოდენობით.

 

11. მთავრობა 38054 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართი, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2019 წლის 1 იანვრამდე გადაცემათ შესაბამის პირებს: ბანკომატების, სავაჭრო აპარატების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და სხვა განთავსების მიზნით.

 

12. სასჯელაღსრულება 38022   -   საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განახორციელებს მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 70 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

 

13. სასჯელაღსრულება 38021 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განახორციელებს სტაციოული მბლაორლი ტიდიციმსახბიახმწიფო დვას  გა არტივებული შდვაშუაბით, 2 500 000 ლარის ზღლი ოდობ ფარ.

 

14. სასჯელაღსრულება 38020 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 25 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში .

 

15. ფინანსები 38019 - საქართველოში ფეხბურთის განვითარების  სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  გამოეყოფა    7 000 000 ლარი.

 

16. ფინანსები 38018 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის დამატებით 4 000.0 ათასი ლარის გამოყოფას ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარელში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდას.

 

17.  ფინანსები 38017 -  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოყო ფა 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ბიუჯეტში გადასარიცხად, მათ შორის, 2017 წლისათვის 8000, ხოლო 2018 წლისათვის 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურებისათვის ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

 

18. ფინანსები 38015 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 5 000 000  ლარი, სამინისტროს მოსამსახურეების (მხოლოდ განყოფილების უფროსი და უფრო დაბალი თანამდებობის პირები) მატერიალური წახალისების მიზნით.

 

19. რეგიონული 37954 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, მიიღებს გრანტს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში, არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით , ნატურალური ფორმით.

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ რემონტი და აღჭურვა.

 

20.  რეგიონული 37900 - ალ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ლ ქისში წყალაგ ბი სისტემის გაუჯო ბი პროექტის განხორციელების მი, მიიღებს 93 500 ლაის .

 

21. ეკონომიკა 37862 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში, მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

ხელმოსაწერია:

1.    37950 - მთავრობასთან თანხმდება (კონტრასიგნაცია), „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2014 წ`) ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 დეკემბრის N364 ბრძანებულება .

 

თურქეთის მხარის მხრიდან იგეგმება  საქართველოსთვის 170, 000, 00 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის აღჭურვილობით დახმარების გაწევა, რომელიც მოხმარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის განხორციელებას.

 

2.    37949 - მთავრობასთან თანხმდება (კონტრასიგნაცია), „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2013 წ) ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 დეკემბრის N363 ბრძანებულება.

 

3.    37947 - მთავრობასთან თანხმდება (კონტრასიგნაცია), „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2012 წ) ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 დეკემბრის N362 ბრძანებულება.

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე