| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_14.03.2018 |
| Received On : | 14.03.2018 07:43 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. განათლება 8056 - ახალი შემადგენლობით მტკიცდება სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომლის მოქმედ შემადგენლობაში შედიოდა ნინო ბერძული – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
საჭიროა ახალი კანდიდატურის დასახელება, მინისტრის მოადგილის დონეზე
2. ეკონომიკა 8167 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
3. ეკონომიკა 8166 - ცაგერის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, მოიპოვოს 4000 მ 3 ქვიშა-ხრეში და შეუფერხებლად განახორციელოს შიდა სასოფლო გზების, წყალსადენების, ხიდ-ბოგირების და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოების ჩატარება.
4. შსს 8165 - საქართველოს შინაგან საქმეთა და მის სისტემაში შემავალი უწყებები კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ფინანსები 8146 - მთავრობ ის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი“-ს განსახორციელებლად საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებულ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებში შემდეგი ცვლილებების შეტანის მიზნით:
ა) სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით შერჩეული ახალი ტერიტორიის შესწავლის (feasibility study) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსება;
ბ) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებული სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის და გრანტის ჩამორიცხვის ბოლო ვადის და პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადის 2020 წლის 12 მაისის ჩათვლით გახანგრძლივება.
ფინანსები 8142 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის 2014 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“-ს დაფინანსების ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებების შეტანის მიზნით:
ა) დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის დახურვის თარიღის 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივება;
ბ) დაფინანსების ხელშეკრულებაში არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებით შეცვლა.
6. ფინანსები 8132 - მთავრობ ის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ADB-ს ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარე 8 ადგილობრივი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
7. ფინანსები 8128 - მთავრობ ის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ADB-ს და EBRD-ს ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა/რეკონსტრუქციის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
8. გარემო 8102 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული იმერეთის სატყეო სამსახურის, ხონი-წყალტუბოს სატყეო უბნის გორდის სატყეოს კვარტალ N38-ის ლიტერ N8-ში 9985 კვ.მ მიწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 49 წლის ვადით.
9. გარემო 8101 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის, მცხეთა-ფასანაურის სატყეო უბნის დიდგორის ლისის სატყეოს კვარტალ N18-ის ლიტერ N12 და N13-ში 4207 კვ.მ მიწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 49 წლის ვადით.
10. გარემო 8097 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის, თელავი-ახმეტის სატყეო უბნის ნაფარეულის სატყეოს კვარტალ N85- ის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 9972 კვ.მ.მ იწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 49 წლის ვადით.
11. გარემო 8093 – მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, განისაზღვრა, რომ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში და ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტის შესაბამისად, ვეტერინარულ აფთიაქში/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკა), ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტსა და ცხოველთა თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ ვეტერინარმა, ხოლო ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა ვეტერინარი სპეციალისტის გარდა, შეიძლება განახორციელოს მეცხოველემაც.
ცვლილება შედის საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის და სახელმწიფო კონტროლის წესში, პროექტით იცვლება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელება,
ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი, მტკიცდება ცალკე დადგენილებით და სახელმწიფო კონტროლის წესი დარეგულირდება „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების და აგრარული ბაზრების/ ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, შესაბამისად , დადგენილებიდან ამოღებული იქნა ის ნორმები და დანართები, რომელიც ეხება ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო კონტროლს.
12. გარემო 8091 - მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი.
პროექტის მიხედვით, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება, როგორც ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებზე, ასევე აგრარული ბაზრებზე/ბაზრობებზე, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია.
გაიწერა ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს განხორციელების მექანიზმები (რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო), კერძოდ: ინსპექტირება, მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა და ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება. ასევე, არაკრიტიკულ და კრიტიკულ შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირისა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები.
13. გარემო 8090 - ცვლილება შედის მევენახეობის სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია, თანასაკუთრებაში არსებული ვენახების მესაკუთრეთა პროგრამაში ჩართვა და პროგრამის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა.
14. გარემო 8087 - საქართველოს ტერიტორიაზე საკარანტინო მავნე ორგანიზმის - კარტოფილის კიბოს, თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, იკრძალება თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი კარტოფილის თესვის პერიოდში - 2018 წლის პირველ ივნისამდე.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე