| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_14.12.2017 |
| Received On : | 14.12.2017 08:05 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 38131 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის, 33 440 000 ლარის, ეტაპობრივად მიმართვას მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებში, საშემოსავლო გადასახადის სახით.
2. რეგიონული 38130 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულება, შესაბამისობაში მოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებთან.
3. ფინანსები 38123 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, მეტროპოლიტენის სადგურების კაპიტალური შეკეთებისა და ვაგონების მოდერნიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამო ეყოფა 14 000 000 ლარი.
4. ფინანსები 38120 - პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა იზრდება 971 484 ლარით.
5. ფინანსები 38119 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 960 557 ლარით გაზრდას.
6. სოფელი 38106 - ,, სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობას ევალება დაადგინოს ,,სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა და სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი‘‘, შესაბამისად, ამ აქტის მიღებამდე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით დაუშვებელია.
აღნიშნულთან, შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შედის „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობებ ში“, რომლის მიხედვით, მოქმედი აქტიდან ამოღებული იქნება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, „2018 წლის პირველი იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატი გარეშე საქართველოში გასავრცელებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი“ , ასევე, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით .
7. შსს 38105 - ცვლილება შედის სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმაში, რომლის მიხედვით, 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ მათი მოქმედების ვადით.
8. სოფელი 38104 - მტკიცდება აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი.
პროექტი ადგენს ვექტორული სახეობების ჩამონათვალს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს წყლის დეკორატიული ცხოველების ბაზარზე განთავსებისათვის, რომლებიც წარმოშობილია ან გამიზნულია წყლის დეკორატიული ცხოველების დახურული ობიექტებისათვის , ბაზარზე განთავსებისათვის , ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პირობებს და სერტიფიცირების მოთხოვნებს ქვეყანაში იმპორტის და ტრანზიტის განხორციელებისთვის, მათ შორის ტრანზიტის დროს.
პროექტი განსაზღვრავს ვექტორულ სახეობებს, აკვაკულტურის ცხოველების ბაზარზე განთავსების, იმპორტის, აკვაკულტურის ცხოველების ტრანსპორტირების და ტრანზიტის პირობებს.
9. სოფელი 38074 - პროექტი ითვალისწინებს, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 66 700 000 ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების, დამოუკიდებელი ჰიდრონაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი (საკოლექტორო) ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის, შესაბამისი დაგეგმვის, მართვის, საინჟინრო და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების, დაპროექტების, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის განხორციელების, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად.
10. ფინანსები 38070 - 7 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
11. სოფელი 38066 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს საკარანტინო მავნე ორგანიზმის „კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევის Ralstonia solanacearum (Smith) Yabuuchi et al. (Pseudomonas solanacearum (Smith) Smith)“ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანისა და გავრცელების საწინააღმდეგო დამცავი ღონისძიებების განხორციელებას.
12. სოფელი 38064 - მტკიცდება აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი.
პროექტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების იმპორტის პირობებს, წყლის ცხოველების დაავადებების შესახებ შეტყობინების წესსა და კონტროლის მინიმალურ ზომებს, კონტროლის პროგრამებსა და ვაქცინაციის ჩატარების პირობებს, დაავადებისგან თავისუფალის სტატუსის მინიჭების, ქვეყნის, ზონის ან კომპარტმენტის დაავადებისგან თავისუფლად მიჩნევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგანგებო გეგმების კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
13. სოფელი 38063 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე.
პროექტი განსაზღვრავს ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლითა და ღორის ვაჭრობის და ქვეყნის შიგნით მათი ტრანსპორტირების გადამდები დაავადების არსებობისას სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, შემკრები ცენტრის ბიზნესოპერატორის, დილერის და გადამზიდავის საქმიანობის განხორციელების პირობებს, სააგენტოს მიერ დანერგილი საზედამხედველო სისტემის მიზნებს, ბრუცელოზისა და ტუბერკულოზისგან მსხვილფეხა საქონლის ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის და მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგის, ქვეყნის ნაწილისა და ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნების პირობებს, ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის დადგენისათვის საჭირო კვლევებს, მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზის ტესტებს, მსხვილფეხა საქონლის სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალს.
პროექტი გადაგზავნილია ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შესათანხმებლად.
14. ენერგეტიკა 38196 - საქართველოს მთავრობას, შპს „სელესთიალ ენერჯი საქართველოს“, „ Celestial Energy Limited“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება ხელშეკრულება ქ. ფოთის აკვატორიაში გემზე განთავსებული თბოელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.
15. იუსტიცია 38197 - პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, ამ სასამართლოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მიენიჭებათ უფლება, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპისა და საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, გაეცნონ საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოებში დაცულ საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ შესაბამის ინფორმაციას.
16. ფინანსები 38192 - პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის 1 690 000 ლარის გამოყოფას.
17. ფინანსები 38183 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ოგბაიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, 2017 წლის 19 სექტემბერს გამოტანილი განჩინების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოფს 32 223 ევროს ეკვივალენტს ლარში.
18. ეკონომიკა 38181 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საკუთარი ან/და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უზრუნველყოს ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
19. ფინანსები 38159 - სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებების შეძენის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ ს გამოეყოფა 500 000 ლარი.
ხელმოსაწერი:
1. 38200 - საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები დაიწყებენ კონსულტაციებს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააფორმებს შესაბამის დოკუმენტებს ჩინურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან (60 მილიონი იუანი) აუთვისებელი თანხით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად.
2. 38172 - ხელი ეწერება „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
3. 38201 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს ფერადი პრინტერის სახელმწიფო შესყიდვას.
4. 38218 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 2017 წლის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები .
5. 38216 - შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია"-ს,"ხობი 2 ჰესი"-ს პროექტის განხორციელების ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის პორტალამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში, ერთ წლამდე ვადით, გადაეცემა სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 16251 კვ.მ ფართობი, ასევე, მიეცემა უფლება ჭრები განახორციელოს 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე, აგრეთვე, ბუნებირვი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები (14 ინდივიდი) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰესის მშენებლობა.
6. 38215 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მის ბალანსზე რიცხულ მაღალი გამავლობის ავტომანქანა MITSUBISHI Pajero IO–ს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, უვადო სარგებლობაში გადაცემს ა(ა)იპ ,,თბილისის ველოსპორტის კავშირს’’.
7. 38214 - გურჯაანის, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, ინდივიდუალურად, მიიღებენ გრანტს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში“, არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.
8. 38213 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა მიეცემა, დროებითი ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი 6 000 000 ლარის დაბრუნება 2017 წლის - 1 დეკემბრის ნაცვლად განახორციელოს არაუმეტეს 25 დეკემბრისა.
9. 38209 - პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადასული, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის 300.0 ათასი ლარის გამოყოფას.
10. 38208 - მთავრობასთან თანხმდება, ,,7C-B-DGA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება”, რომლის ფარგლებში, ამერიკული მხარე ქართულ მხარეს გრანტის სახით გადმოსცემს 4 370 350 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურებას.
11. 38206 - სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, 100 000 ლარის ფარგლებში განახორციელებს ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვას.
12. 38205 - თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 10486.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა თიანეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, უძრავი ქონება („ვაჟა-ფშაველას“ სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი) გამოყენებული იქნება მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
13. 38204 - ხონის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილ ეკონომიას, რომელიც შეადგენს 18 972 ლარს, მიმართავს სოფელ სუხჩაში მდინარე ღარჩლაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისა და ზედა გორდის ყურაშვილების უბანში სავალი ნაწილის მარცხენა გვერდულის გაბიონის კედლით გამაგრების სამუშაოების განსახორციელებლად.
14. 38203 - 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ახალციხე-ბათუმი“-ს მშენებლობის მიზნით , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები - 136 ინდივიდი (78,75 კბ.მ) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
კანონპროექტი:
საქართველოს კანონის პროექტები: ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისს, ითვალისწინებს მთელ რიგ სიახლეებს საჯარო სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის. კერძოდ, ახლებურად აწესრიგებს საჯარო სამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და საჯარო სამსახურის გავლის პირობებსა და საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, ცვლილებებს საჭიროებს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელშიც უნდა აისახოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს განსხვავებული რეგულირების აუცილებლობა, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე