From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.03.2018
Received On : 15.03.2018 07:52

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      მთავრობა 8334 - 2018-2019 წლების განმავლობაში უწყვეტი კვების წყაროების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდება   კონსოლიდირებული   ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

 

2.      თავდაცვა 8323 - მთავრობასთან თანხმდება, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ   საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ ხელშეკრულებები.

 

რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ   საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეიარაღების, სპეციალური აღჭურვილობის, საფრენი მოწყობილობების, მათი სათადარიგო ნაწილების, მათთან დაკავშირებული ინსტრუქციების/სახელმძღვანელოების და შესაბამისი მომსახურების მიღებას, შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გადაცემის მიზნით.

 

3.    ეკონომიკა 8320 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურ ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე , მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

4.      ეკონომიკა 8319 - იათურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,  მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება.

 

5.    ეკონომიკა 8318 – შპს „ლა-გვინის‘‘ საკუთრებაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე 2185 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 41800 ლარის ოდენობით.  კომპანიამ იკისრა ვალდებულებები: პირადად ან მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმროს,  ღია ან დახურული ტიპის აუზის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა, ამ მიზნით, არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

 იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

6.    ეკონომიკა 8317 - შპს „გლობალ თრეიდის 1  ლარად საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში მდებარე 5000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 2017 წლის 03 ივლისისა ამ მიზნით არანაკლებ 831 670   ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

 

7.       თავდაცვა 8272 - მტკიცდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის თანდართული დებულება.

 

კომისიის შემადგენლობა უნივერსალურია და მასში შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - კომისიის წევრი.

 

8.    ლტოლვილები 8257  - მთავრობასთან თანხმდება, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

 

პროექტი ითვალისწინებს, სამინისტროს მხარდაჭერას დევნილის შემწეობის სისტემის ცვლილებისა და რეფორმის კომუნიკაციის განხორციელებაში, ცხელი ხაზის განყოფილების საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე, დაფინანსდება სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგები, განხორციელდება კვლევების ჩატარება და დევნილების გამოკითხვა  და სხვ.

 

9.    მთავრობა 8220 - სსიპსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიეცემა თანხმობა განხორციელ სახანძრო ავტომობილების  სახელმწიფო შესყიდვ ა.

 

10. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 8186 - მთავრობასთან თანხმდება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

 

პროექტის თანახმად,   გრანტის მიმღებს გრანტის სახით გადაეცემა ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება და 4   ცალი საბურავი, ხოლო იგი იკისრებს ხსენებული ქონების აფხაზეთის / ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყენების, განკარგვის ვალდებულებას.

 

ხელმოსაწერია:

1.      8326 - სსიპ -სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარის სახელმწიფო   შესყიდვა .

 

2.      8322 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები  სახელმწიფო შესყიდვა.

 

3.    8321 - მთავრობასთან თანხმდება, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატურები. ა) ვლადიმერ მკერვალიშვილი ბ) ანა არგანაშვილი გ) თეა ჯალიაშვილი.

 

4.    8203 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცე მა თანხმობა, განახორციელოს წყლის გამაცხელებლების, თანმდევი მომსახურებით (მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა.

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე