From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.05.18
Received On : 15.05.2018 06:45

           ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     შსს 15378 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა.

2.     ეკონომიკა 15377 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას და ა(ა)იპ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის გასაფორმებელი „2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.

3.     ეკონომიკა 15376 - განახლებული შემადგენლობითა და რეგულაციებით მტკიცდება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების უწყებათაშორისი კომისია, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანო.

4.     ეკონომიკა 15375 - შპს „კომპავა ჯორჯიას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 4800.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც, ხელს შეუწყობს კვების სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 1 733 100 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

5.     ეკონომიკა 15374 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქ. ყვარელში, წინკლდეებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის 49996 კვ.მ. ფართობიდან 3 ერთეული მიწის ნაკვეთი.

6.     ეკონომიკა 15373 - „რკ მთისძირს“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,  დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე 5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 782.0797 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით.

რაც ხელს შეუწყობს დმანისის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

7.     ეკონომიკა 15372 - ფიზიკურ პირს, ლევან თორაძეს საკუთრებაში  გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე  89 კვ.მ და 50 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ასევე, ფიზიკური პირი ლევან თორაძე გათავისუფლდება სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ  დაკისრებული საჯარიმო თანხისგან, რომლის ოდენობა შეადგენს 312 000.

8.     განათლება 15371 - მთავრობასთან თანხმდება, „2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის მონაწილეობასთან დაკავშირებული გეგმა“.

9.     შსს 15369 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.  რეგიონული 15367 - მტკიცდება 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა.

პროექტი შეთანხმებული იყო ჯანდაცვის, სოციალურ და შრომის დეპარტამენტებთან და სოც სააგენტოსთან. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად არის გათვალისწინებული.

11.  ფინანსები 15364 - საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ იქნება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2012 წლის 11 მაისს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების „საქართველო აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A“ და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის2013   წლის   28   ნოემბერს   გაფორმებული   ფინანსური   ხელშეკრულების   „საქართველო   აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B“ ცვლილება N2 წერილი-შეთანხმება.

12.  ფინანსები 15361 - მთავრობასთან თანხმდება, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის დასადები „წარმომადგენლობის ხელშეკრულების“ (300 000 ევრო) პროექტი.

მიმღები (საქართველო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) დაიქირავებს კონსულტანტს, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ენერგეტიკის სექტორში პოლიტიკისა და კანონმდებლობის ცვლილებების შედეგების შეფასება, როგორც ენერგოეფექტურობის, ასევე ენერგეტიკის ბაზრის განვითარების ღონისძიებების კუთხით.

13.     ეკონომიკა 15360 - მთავრობასთან თანხმდება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ქალაქ ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩა N4-ში მდებარე 6603 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, ასევე, შენობა-ნაგებობა N4-ში განთავსებული, 400 კვ. სიმძლავრის მქონე N7863 ტრანსფორმატორის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება 506 000  ლარის ოდენობით.

14.     იუსტიცია 15388 - საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს (სამიტი) უმასპინძლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამიტის ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით მტკიცდება „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით განისაზღვრება ზემოხსენებული ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარებისათვის პასუხისმგებელი უწყებების ფუნქცია-მოვალეობები.

15.  განათლება 15353 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს I-VI კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების მინიჭების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას მსოფლიო ბანკის შესყიდვების სარეკომენდაციო მოდელის - „Request for Bids Textbooks and Reading Materials“ საფუძველზე.

16.  ფინანსები 15349 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესსში, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა – არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას  ან  ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთით გადაადგილების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, არ გავრცელდება საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაშიც. ამასთან, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოსადგენი დოკუმენტის – „მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ სერტიფიკატის“ ანალოგად შემოღებულ იქნება „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობა“.

17.  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური 15333 - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მფლობელობაში მიიღებს მეორად სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მისი რეკონსტრუქციის, ტრანსპორტირებისა და მოკლევადიანი სწავლების ყოველგვარი დანახარჯების გარეშე.

18.  რეგიონული 15328 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - „Pace (Kuwait) & Louis Berger SAS (France)“-ს შორის გასაფორმებელი „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთისთვის (ლოტი 2: კმ0+000-კმ17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა“ ხელშეკრულების პროექტი.

19.  კულტურა 15309 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცეთ უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც 2017 წელთან შედარებით ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზრდა, სხვაობა დაფინანსდეს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.

20.  ფინანსები 15250 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში, ცვლილება მომზადებულია საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელებისათვის ხელშეწყობის, ასევე ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტების გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით.

პროექტი ითვალისწინებს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულებას.

პროექტით ზუსტდება,  რომ რიგების მართვის ელექტრონული სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესით“ განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებსა და პირობებს.



პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე