From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.03.2018
Received On : 16.03.2018 08:24

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

 

1.      მთავრობა 8475 - საქარ­თველოს დამოუ­კი­დებ­ლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვ­ნი­ლი ღონის­ძიების ორგანიზე­ბის სა­მოქმედო გეგმა (საქართველოს დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადებიდან წელს სრულდება 100 წელი), იგეგმება საიუბილეო წლისთავის აღნიშვნის მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებები და განისაზღვრა მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები.

 

2.    ლტოლვილები 8257  - მთავრობასთან თანხმდება, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

 

პროექტი ითვალისწინებს, სამინისტროს მხარდაჭერას დევნილის შემწეობის სისტემის ცვლილებისა და რეფორმის კომუნიკაციის განხორციელებაში, ცხელი ხაზის განყოფილების საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე, დაფინანსდება სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგები, განხორციელდება კვლევების ჩატარება და დევნილების გამოკითხვა  და სხვ.

 

3.    რეგიონული 8486 - მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისა და მაღალმთიან დასახლებებში საჯარო ან კერძო პროექტების განხორციელებისათვი, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოფა თანახა: სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსათვის არაუმეტეს 7 იო ლარი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის არაუმეტეს 3  მილიონი ლარი.

 

4.      ეკონომიკა 8471 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას, შპს ჯი ემ ჯი -სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „დიღომი ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე. 

 

5.      ეკონომიკა 8470 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ, საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარმოდგენილი სამშენებლო საბანკო გარანტიის ( 1,360,000.00   აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე, ახალი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.

 

6.      ეკონომიკა 8466 - მტკიცდება სსიპ  - საქართველოს ინოვაციების  და   ტექნოლოგიების   სააგენტოს   ტექნოლოგიურ პარკი მომსახურების სახეები და საფასუი.

 

 

7.    საგარეო 8465 - იქმნება სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი .

 

იცვლება ცენტრის სახელწოდება, რაც უკავშირდება მის შემდგომ ფუნქციონალურ დატვირთვას. კერძოდ, გარდა საგანმანათლებლო ტიპის დაწესებულებისა, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთათვის ტრენინგების, ლექციების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების ჩატარებას, ცენტრი ამავდროულად გახდება კვლევითი ტიპის დაწესებულებაც, რომელიც უზრუნველყოფს  ექსპერტების   მოწვევასა   და  საგარეო-პოლიტიკურ   საკითხებზე  კვლევების ჩატარებას, დაამყარებს ურთიერთობებს ანალოგიური ტიპის კვლევით ორგანიზაციებთან.

 

8.      ფინანსები 8464 - ა(ა)იპ- საქართველოს კულტურის პალატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით,  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გამოეყოფა 120 000 ლარი.

 

9.      გარემო 8461 - ჰიდროკვანძის მშენებლობის მიზნით, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიწის ორი ნაკვეთის 14874 კვ. (ს/კ 56.10.70.070) და 653 კვ.მ  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე- ტყის ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს "არიკ“-ს   განესაზღვრება 49 წლით.

 

10.  ეკონომიკა 8459 - შპს „ზარიძეს“, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონში მდებარე 1498.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცული) შექმნა და წარმოების დაწყება და ამ მიზნით, 64 396 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

11. ეკონომიკა 8458 - შპსჯორჯიან ბიზნეს ზონს  25 წლის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში, „ ნაღებაში მდებარე 87 ჰა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 500 ლარით. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 150 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის შექმნა და არანაკლებ 150  სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, ამ მიზნით, არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება .

 

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

12. ეკონომიკა 8450 - საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“  განახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

 

13. ეკონომიკა 8440 - „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „ალიანს ენერჯის“ (უფლებამონაცვლე, სს „AE-SGI Energy I” ) შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული  ვალდებულებების ფარგლებში, საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა: ნაბეღლავი ჰესის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

 

14. ეკონომიკა 8438 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით)   განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში, საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა: „კინტრიშა ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება.

 

15. გარემო 8435 - ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, სტოკჰოლმის კონვენციის მოთხოვნების შესრულებისა და ქიმიური უსაფრთხოების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით მტკიცდება მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმა

 

ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ცალ-ცალკე, ქვეთავებადაა გაწერილი გეგმის ფარგლებში, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით, განსახორციელებული ღონიძიებები, კერძოდ: საკანონონმდებლო ბაზის შემუშავების და ინსტიტუციური გაძლიერების გეგმა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების მართვის სფეროში; კონტროლის გაძლიერება მოდ- ის შემცველი და მაღალი საფრთხის მქონე მასალების და პროდუქციის ექსპორტ-იმპორტსა, რეალიზაციასა, გამოყენებასა, ტრანსპორტირებასა , დასაწყობებასა და განთავსებაზე; მოდ- ის შემცველი მასალების გადამუშავებასთან დაკავშირებით საუკეთესო არსებული ტექნოლოგიების და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკების (BAT/BEP) გამოყენების ხელშეწყობა;    ძველი ნაგავსაყრელების გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის ხელშეწყობა და სხვა.

 

ღონისძიებების განმახორციელებელ ძირითად უწყებას წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო პარტნიორებს, შესაბამისი ღონისძიებებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი და სხვ.

 

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.

 

16. შსს 8406 -  ცვლილება შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებ აშ,  რომლის მიხედვით, იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენციები.

 

17. რეგიონული 8399 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცემა თან ხმობა, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება – მისაბმელი დეფლექტომეტრი KUAB FWD-50 მოწყობილობა, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადა ცე TNM Limited-ს 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.

 

18. მთავრობა 8372 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკური სააგენტოს მიეცემა თანხმობა განხორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების და სხვა  სახელმწიფო შესყიდვა.

 

19. ფინანსები 8343 - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა 724 422 ლარი.

 

თანხა დადასტურებულია ჩვენი ეკონომიკურ დეპარტამენტის მხრიდან.

 

20. ფინანსები 8341 - მთავრობის ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს IBRD-ს და დაიწყებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას სასესხო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

ხელმოსაწერია:

1.       8431 - ძალადაკარგულად ცხადდება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №2706 განკარგულება.

 

ფონდს დაევალა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.

 

ვინაიდან საავტომობილო სახიდე გადასასვლელის არარსებობა ძლიერ აფერხებდა შპს „RMJ GOLD-ის“ სამეწარმეო საქმიანობას, შპს „RMJ GOLD -ის“ მიერ, დროის მცირე მონაკვეთში, რკინის მყარი კონსტრუქციების გამოყენებით, მდინარე ხრამზე (ქციაზე) აშენებულ იქნა მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების გამავლობის შესაბამისი ხიდი და მოთხოვნილი   საავტომობილო   ხიდის   მშენებლობის    საჭიროება   აღარ    იდგა,  ფონდსა და კონტრაქტორს შორის გაფორმდა შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში , მხარეებს შორის პრეტენზიის ან/და მოთხოვნის არქონის თაობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია,   ძალადაკარგულად გამოცხადდეს აღნიშნული აქტი.

 

2.    8426 - სს "სვანეთი ჰიდრო"-ს, ,,მესტიაჭალა 1“ ჰესის პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ტყის ფონდის 16 410 კვ.მ მიწის ფართობით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 2020 წლის 26 დეკემბრამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.

 

3.    8424 - შპს „ენერ ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-ს   მიეცემა უფლება, მდ. საშუალაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების 34 ინდივიდი და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.

 

4.    8384 - ცვლილება შედის სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ დადგენილებაში, რომლის მიხედვით, სა ხელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სა ხელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ ი გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრ ება 120-ით ე რთეულით.

 

კანონპროექტი

კანონის პროექტი : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ

 

ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

 

პროექტის არსი: დაინტერესებულმა პირებმა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებს და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებს ( სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ), რომელთა მომსახურებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომია.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ასევე, განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებიც დაკმაყოფილდებიან გრძელვადიანი საცხოვრებლით.   გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, დევნილი ოჯახის რიცხოვნებაში უნდა გათვალისწინებულ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და მათი მეუღლეები, ასევე მათი პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლები და მათი მეუღლეები.

პატივისცემით,   

ნათია ხმალაძე