From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.05.18
Received On : 16.05.2018 08:46

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    საგარეო 15584 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული აქსესუარების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვა.

2.    ეკონომიკა 15580  - შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30  თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით რეგისტრირებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე, არანაკლებ 10 მოსწავლეზე/სტუდენტზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის და ფუნქციონირების დაწყების, ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20 სულ მსხვილფეხა საქონელზე გათვლილი ფერმის შექმნის და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ფარეხის მოწყობისა და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 350 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების, ასევე, დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყებიდან 7  წლის განმავლობაში ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირების პირობით.

3.    ეკონომიკა 15578 - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 123 825 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

რაც, ხელს შეუწყობს ქალაქ ფოთის და შავი ზღვის საკურორტო ზოლის (გრიგოლეთი, შეკვეთილი, ქობულეთი) ელექტრული ქსელის გაუმჯობესებას, მათ სტაბილურ და სარეზერვო კვებით ელექტრომომარაგებას.

4.    ფინანსები 15576 - პროექტის თანახმად 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს.

5.    თავდაცვა 15574 - „სამხედრო ძალების რეზერვის და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამ  ახლებურად დაარეგულირა ქვეყნის სამხედრო სარეზერვო სამსახური, რომელმაც გამოიწვია რიგი სამართლებრივი აქტების შემუშავება/ცვლილების შეტანა, მათ შორის,

მტკიცდება ,,სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. აღნიშნული მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს მოქალაქეთა სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს.

შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას, რომელიც მოიცავს სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მოხსნას, აგრეთვე შესაბამისი სააღრიცხვო ინფორმაციის დაზუსტებას და სხვა უფლებამოსილებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური. 

სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება - 60 წლამდე. დებულების თანახმად, სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში, ქალი  სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის შეძენის შემდეგ, 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში;

სამობილიზაციო სამსახურისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია.

ცვლილება შედის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებაში, რომლის მიხედვით, ამოღებულ იქნა ჩანაწერი, რომელიც არეგულირებს რეზერვისტთა აღრიცხვას.

ასევე, ჩანაწერი ,,გამგებელი/მერი“ და ,,გამგეობა/მერია“ შეიცვლება ტერმინით ,,მერი“ და ,,მერია“.

ცვლილება შედის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში, რომლის მიხედვით:

სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიგზავნოს სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად;

რეზერვისტის სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

სამხედრო მოსამსახურეს  აქტიურ რეზერვში გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არ ჩაეთვლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო.

აქტიურ სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლისას მასზე ვრცელდება საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა და სხვა.

პროექტით დადგინდა, აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 350 პირისა.

6.      საგარეო  15568 -  მთავრობასთან თანხმდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში.

7.    იუსტიცია 15565 - საქართველოს მთავარ პროკურატურას მიეცემა თანხმობა განახორციელოს ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ავტომანქანა (სედანი) სახელმწიფო შესყიდვა.
8.    ფინანსები 15563  - სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე გაიცემა ფულადი ჯილდო.

9.    გარემო 15551 - მტკიცდება მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შესახებ, რომელიც ადგენს მოთხოვნებს სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის  განკუთვნილი  მასალების და საგნების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი  წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

წესი მიზნად ისახავს სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის  განკუთვნილი  მასალების და საგნების შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.

10. შსს 15493 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

11. განათლება 15406 - სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.

12. განათლება 15404 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტების და კომპიუტერული სისტემების სახელმწიფო შესყიდვა.

 კანონპროექტი:

 

  1. ფინანსები 15594 –
    კანონპროექტები:  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“მიზანი: მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, ასევე მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირება.
    „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ –
    განისაზღვრება სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი (საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს)
    განისაზღვრა სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა (არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.3 პროცენტს თითოეულ დღეზე).
    განისაზღვრა სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთი და ისეთი ხარჯები, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 150 პროცენტს.
    განისაზღვრა განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. და სხვა.
    „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ –
     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ განსახილველ სამართალდარღვევათა საქმეებს დაემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1539 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევად მიიჩნევაა პირის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, 100 000 ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა) და 15310 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევად ჩაითვლება ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) 100 000 ლარამდე საზღაურის მიღების წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებიც.
    „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – 
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ განსახილველ სამართალდარღვევათა საქმეებს დაემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1539 და 15310 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებიც.

     

     

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე