| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_18.12.2017 |
| Received On : | 18.12.2017 07:44 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს
1. მერია 38609 - ცვლილება შედის სახანძრო უსაფრთხოების წესში და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში, სადაც ზუსტდება ტერმინი - დროებითი შენობა და ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ- დასაშლელი ან/ და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/ და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები .
2. ფინანსები 38608 - პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სათვის (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის (საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების უფლებამონაცვლე) , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე სპორტის მართვის მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სათვის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლე ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის ( საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლე).
3. ეკონომიკა 38607 - შპს „ცენტრს “ გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბაზე მდებარე 8993.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა- ნაგებობა, იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კომპანიის საკუთრებაში არსებული ბაზალეთის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებას.
4. ეკონომიკა 38606 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის ტერიტორიაზე მდებარე 58845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელზეც დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
5. ეკონომიკა 38605 - შპს „ბარაკონს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 428 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც, ხელს შეუწყობს რეგიონში სასტუმრო კომპლექსის გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას.
6. ეკონომიკა 38604 - ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 048 895.64 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური, ზუგდიდი, ხონი) მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
7. ეკონომიკა 38603 - ფიზიკურ პირს, ლევან თორაძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთები რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს უძრავი ქონებაზე ან მის ნაწილზე და ლევან თორაძის საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე 20 ნომრიანი სასტუმროს შექმნის მიზნით არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.
8. ეკონომიკა 38602 - მცხეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“.
კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება გამოყენებული იქნება სატრანსფორმატორო პუნქტების განთავსების მიზნით, რაც, ხელს შეუწყობს ელექტრომომარაგების სისტემის სრულყოფას.
9. ეკონომიკა 38601 - ინვესტიციების მოზიდვის/ მხარდაჭერისა და ექსპორტის ხელშეწყობისათვის, 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით საქონლისა და მომსახურების, სახელმწიფო პროგრამის „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებ( ებ) ის ორგანიზებისთვის საჭირო, ასევე, სსიპ აწარმოე საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას სსიპ - აწარმოე საქართველოში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
10. ეკონომიკა 38600 - მტკიცდება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“.
ეკონომიკა 38599 – 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულად ამოქმედდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც სრულიად ახლებურად არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, გარემოსდაცვითმა გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
ცვლილების პროექტით „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაში მოვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის იმ ნორმებთან, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან.
2018 წლის 1 იანვრამდე (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ძირითადი ნორმების ამოქმედებამდე) დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოებებზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
11. გარემო 38574 - პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას.
12. მთავრობა 38650 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
ხელმოსაწერია:
1. 38648 - ხელი ეწერება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“.
2. 38596 - ლიკვიდირებულად ცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როგოც უფლებამონაცვლე დაწესებულებას, ევალება: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად. შესაბამისი ფინანსური რესურსის, მატერიალური აქტივებისა და დოკუმენტაციისა გადაბარება მიღება ჩაბარების აქტით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფუნქციებიდან და გადაცემული დოკუმენტაციების შინაარსიდან გამომდინარე, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისათვის დოკუმენტაციის გადაცემა.
3. 38580 - წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - ,,ხუდონი“-ს მშენებლობის მიზნით, სს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების 100 ინდივიდი (84,06 კბ.მ.) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
4. 38547 - ცვლილება შედის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დებულებაში, იცვლება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სახელწოდება.
5. 38486 - ცვლილება შედის სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელების წესში. ცვლილების მიხედვით, ცენტრი მოემსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე