ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 12305 – ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება
(როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. გარდა ამისა, ამავე ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება, რომ თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე, რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების
ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად
შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტი. საშტატო ნუსხის შედგენის პროცესში, მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას აუცილებელია მისი თანხმობა.
განისაზღვრა საჯარო დაწესებულების ვალდებულება ითანამშრომლოს ბიუროსთან შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის პროცესში, ბიურო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, იმავე
საჯარო დაწესებულებაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.
თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (მოქმედი აქტი, მოხელის უარის შემთხვევაში არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას).
ტერმინი ,,გასამრჯელო‘‘ იცვლება ,,ანაზღაურებით‘‘.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით
- მთავრობა 12306 – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს პრემიის ცნებას, შესაბამისად, ძალადაკარგულად
ცხადდება „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით - მთავრობა 12304 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, ასევე, ვადების ათვლისას, „სამუშაო დღეების ნაცვლად“ მითითება ხდება კალენდარულ დღეებზე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო
სამუშაო დღეს მოხდება ქმედების განხორციელება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით
- მთავრობა 12303 - ცვლილება შედის საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებში, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოქმედება
არ გავრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და საქართველოს მოსამართლეზე. დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე არ გავრცელდება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით
გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობასა და საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვები.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით
- მთავრობა 12302 - ახალი 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს მოხელის ატესტაციის
ცნებას, რომლის საფუძველზე ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით
- მთავრობა 12301 - ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმებში, რომლის მიხედვით, ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთან - „შრომის ანაზღაურება“.
პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.
პროექტი ატვირთულია განმეორებით
- ფინანსები 12287
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოიყოფა 2 560 000 ლარი, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის - 1
200 000 ლარი; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის - 660 000 ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის - 500 000 ლარი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის - 200 000 ლარი.
- მთავრობა 12251 - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცემა თანხმობა განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სპორტული კლუბი არმია -ს დამფუძნებლად.
- განათლება 12248 - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 1 ივლისი.
- მთავრობა
12231 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური A3 ფორმატის პრინტერის, გარე DVD წამკითხველის და უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- გარემო 12203 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა წინასწარი თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების და საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული
პაკეტების სახელმწიფო შესყიდვა.
ხელმოსაწერია:
- 12262 - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო
ფონდიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა 931 699 ლარი.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში.
შენიშვნები არ გააჩნია. - 12282 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
- 12273 - ქალაქ თეთრიწყაროში არსებული 642.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)
ქონების სახით, უძრავი ქონება (სკვერი) გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
- 12269 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი.
- 12268 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიეცემა თანხმობა, განახორციელოს: დენის კაბელის, ქსელური ჩამწერი, პლასტმასის დუბელი და სხვა
საქონლის სახელმწიფო შესყიდვა.
- 12266 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას, შპს „აქუაენერჯი ჯორჯიას“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „თბილისის ზღვის ჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების
თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, შპს „აქუაენერჯი ჯორჯიას“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტია დაუბრუნდება გარანტიის გამცემ ბანკს.
- 12265 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 15 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში,
შპს „ჰიდროენერჯის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტია დაუბრუნდება გარანტიის გამცემ ბანკს.
- 12260 - მთავრობასთან თანხმდება, ,,7C-B-UGA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება".
გრანტის ღირებულებაა 4 687 663 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში, მოხდება ქართული მხარისათვის შეიარაღებისა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების გადმოცემა, ასევე, მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. - 12243 - პროექტის მიხედვით,
განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში მესხების უბანში და ქალაქ საჩხერეში მელიქიშვილის ჩიხში საყრდენი კედლების მოწყობა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
- 12241 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
- 12240 -
საქართველოს მთავარ პროკურატურას მიეცემა თანხმობა განახორციელოს ტელევიზორების სახელმწიფო შესყიდვა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე