| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_19.12.2017 |
| Received On : | 19.12.2017 07:16 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. მთავრობა 38831 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ ი აკადემია , თავის გამოუსადეგარ მოძრავ ქონებას შემდგომი განკარგვის მიზნით გადასცემს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
2. ეკონომიკა 38825 - ცვლილება შედის, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაში, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) სტრუქტურულ-ორგანიზაციულ ოპტიმიზაციას, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციათა გადანაწილებას. ამასთან, დებულება შესაბამისობაში მოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
3. ეკონომიკა 38823 - სახელმწიფოს მხრიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულებ ის მიზნით, ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცემა თ უძრავი ქონება.
4. ეკონომიკა 38795 - ირაკლი ოთხმეზურს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ცაიში ქუჩის, მახათის მთის კალთაზე მდებარე 765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ირაკლი ოთხმეზურის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში არსებული 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ქალაქ თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში არსებული 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ ირაკლი ოთხმეზური უარს იტყვის უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
5. ეკონომიკა 38790 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 700 458.92 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (გორი, ქარელი) მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
6. განათლება 38663 - ცვლილება შედის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებაში, სამინისტროს დაემატება ახალი სტრუქტურული ერთეული - ახალგაზრდობის საქმეთა მართვის დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე