From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_1.05.18
Received On : 01.05.2018 08:19

           ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:


1.    რეგიონული 13606 - ახლებურად ყალიბდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედის ავთანდილ თალაკვაძე - სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი.

2.    რეგიონული 13605 - ახლებურად ყალიბდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა.

3.    ეკონომიკა 13599 - „ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თანახმად, რიგი უწყებების/ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და ICOMOS რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდება და მცხეთის მუნიციპალიტეტს მართვაში გადაეცემა ქ. მცხეთის  და მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის (ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების) სისტემა: ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმები, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და ქალაქთმშენებლობითი კადასტრი.

4.    ეკონომიკა 13598 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, შპს „ჭიორა ჰესს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 6 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარედ შპს „ენთელის“ ნაცვლად განისაზღვრება შპს „ჭიორა ჰესი“ და ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის აღების ვადა 12 თვის ნაცვლად განისაზღვრება 18 თვით, ხოლო ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა, 48 თვის ნაცვლად განისაზღვრება 54 თვით.

5.    რეგიონული 13597 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საკომუნიკაციო ოთახების (სასერვეროების) მოწყობის სამუშაოების და ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.    ეკონომიკა 13584 - სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული  სააგენტო თავის კომპეტენციაში შემავალი ეროვნული ეტალონების (მუშა ეტალონების და სანიმუშო გაზომვის საშუალებების) მოვლა-შენახვისა და საერთაშორისო დონეზე მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ დაკალიბრებასთან დაკავშირებული მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვას 2018 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7.    გარემო 13579 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტი - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესში“.

8.    გარემო 13578 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

9.    ეკონომიკა 13575 - შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ საქართველოს მთავრობას, შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 19 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარმოდგენილ სამშენებლო საბანკო გარანტიას (1,590,000.00 აშშ დოლარის ოდენობით) ჩაანაცვლებს იდენტური ან უკეთესი პირობების მქონე, ახალი სამშენებლო საბანკო გარანტიით.

10.  გარემო 13574 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

11. გარემო 13570 - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შერწყმის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

12. მთავრობა 13566 - ცვლილება შედის  პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, წესში გათვალისწინებულ ფაქტორებში ნაცვლად „აუცილებელი კვალიფიკაცია“ მიეთითება „კვალიფიკაცია“.

მე-4 რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისთვის განათლების დონედ განისაზღვრება პროფესიული.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

13.  მთავრობა 13565 - „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს პრემიის ცნებას, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

14.  მთავრობა  13564 - ცვლილება შედის  საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებში, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მოქმედება არ გავრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და საქართველოს მოსამართლეზე. დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე არ გავრცელდება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობასა და საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვები.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

15.  მთავრობა 13562 - ცვლილება შედის  საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება, რომ კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, ასევე, ვადების ათვლისას, „სამუშაო დღეების ნაცვლად“ მითითება ხდება კალენდარულ დღეებზე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს მოხდება ქმედების განხორციელება.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

16.  მთავრობა 13560 - ახალი 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს მოხელის ატესტაციის ცნებას, რომლის საფუძველზე ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება. 

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

17.  მთავრობა 13559 - ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმებში, რომლის მიხედვით, ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთან - „შრომის ანაზღაურება“.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილი იყო დეპარტამენტებში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი ატვირთულია განმეორებით

18. მთავრობა 13556 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, ცვლილება შედის სამსახურის დებულებაში.

ასევე, ცვლილება შედის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესში.

19. საგარეო 13544 - სსიპ - ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო“-ს მიეცემა თანხმობა 2018 წლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 45 ერთეულით.

20. გარემო 13525 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს  მიეცემა  თანხმობა განახორციელოს მცირე ტვირთამწეობის სატვირთო მაღალი გამავლობის ავტომანქანის  სახელმწიფო შესყიდვა.

21.  გარემო 13522 - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცემა წინასწარი თანხმობა განახორციელოს თვითმცლელი სატვირთო მანქანების სახელმწიფო შესყიდვა.

22.  გარემო 13521- „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების  უზრუნველყოფის მიზნით:

 სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს,  სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის, 500 000 ლარის გადარიცხვას.

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს: საგრანტო კონკურსის პირობებისა და საკონკურსო პროექტების შეფასების წესის დადგენა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან შეთანხმებით; საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება და დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს და სხვა.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე