From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_20.03.2018
Received On : 20.03.2018 07:10

           ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    გარემო 8759 - სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2.    ეკონომიკა 8757 - წესდება მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის (თემის) ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი თანდართული შეზღუდვები.

3.    ეკონომიკა 8756 -  შპს „ფერს“  1 წლის ვადით იჯარის უფლებით გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკი 2-ში (წვერმაღალა) მდებარე 18637 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული  შენობა-ნაგებობები, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობისათვის.
 4.    ეკონომიკა 8755 - ფიზიკურ პირს გელა ტალახაძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 563.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გელა ტალახაძის საკუთრებაში არსებული, ქალაქ გორში, ქორქაძის ქუჩაზე მდებარე 270.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

5.    ეკონომიკა 8754 - შპს „რენეგეიდ თიი“-ს  იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდიკორში მდებარე 175183 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25  წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 876  ლარად.
აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, რაც თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული ჩაის პროდუქციის წარმოების რაოდენობას.
6.    ეკონომიკა 8753 - „რკ ვაიოს ველი 2017”-ს იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე 7 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 361.4339 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით.
აღნიშნული ხელს შეუწყობს ახმეტის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
7.    რეგიონული 8742 - პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო - ჩარჩოდოკუმენტსა და განსახლების სამოქმედო გეგმაში იმპლემენტატორ ორგანიზაციად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გარე მონიტორინგისა და განხორციელების შემდგომი ანგარიშის ნაწილში (თავები: 9.2 და 9.3) განისაზღვრება სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო.

8.    ეკონომიკა 8740 - სს „ნენსკრა ჰიდროს”  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7  წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში მდებარე, 7420 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ხელს შეუწყობს სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
9.    ფინანსები 8734 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს, 2  წლიანი,  1  ცალი სტანდარტული ტიპის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL - სერტიფიკატის სახელმწიფო შესყიდვას.

10. ეკონომიკა 8731 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე  მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა.

11. განათლება 8728 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირისთვის, რომლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

12. განათლება 8726 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

13. განათლება 8725 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

14. თავდაცვა 8714 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,მენო ინტერნეიშნლს’’  შორის მიმდინარე  სასამართლო დავასთან  დაკავშირებით დასადები მორიგების აქტის თანდართული პროექტი.
მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე მოთხოვნებისა და ვალდებულებების გაქვითვის შედეგად მიღებული თანხის 229 561.77 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფა, შპს ,,მენო ინტერნეიშნლის’’ მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით.
15. გარემო 8701 - სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდება საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონითა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.
16. ეკონომიკა 8769 - უცხოური საწარმოს ფილიალს „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი  - საქართველოს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  2034 წლის 21 მაისამდე ვადით, გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული  იქნება ჭაბურღილ(ებ)ის მოწყობა/ექსპლუატაციის მიზნით.

17. გარემო 8689 - ძალადაკარგულად ცხადდება „შპს „თეთნულდი დეველოპმენტისთვის”  მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტიის სატყეო უბნის მესტიისა და იფარის სატყეოებში სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 27 იანვრის N137 განკარგულება.
ვინაიდან შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტი“ და  შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ახორციელებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თეთნულდის სამთო-სათხილამურო კომპლექსის მოწყობას, სათხილამურო კომპლექსის ევროპულ სტანდარტებთან  მიახლოებისთვის და მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის კი საჭიროა 168054 კვ.მ ფართობის ტყის ფონდიდან ამორიცხვა, შესაბამისად, 168054 კვ.მ ფართობის ტყის ფონდიდან ამორიცხვა შესაძლებელი იქნება სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის და ზემოაღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების  შემდეგ.
18. რეგიონული 8686 - მიეცემა უფლება დმანისის მუნიციპალიტეტს, პროექტის - დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი განსახორციელებლად, საქართველოში აშშ-ს საელჩოსაგან მიიღოს გრანტი არა უმეტეს 597 368 აშშ დოლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.

დმანისის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან - A Call To Serve International-თან ერთად ახორციელებს პროექტს - „დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი“, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამიზნე მოსახლეობას (ახალგაზრდები) საკუთარი დაავადებების მართვის ცოდნის ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.

აღნიშნული პროექტის - „დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრის“ განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური ბაზის შესაქმნელად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გრანტის სახით სრულად აღადგინა, გაარემონტა და ნაწილობრივ აღჭურვა დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა, სადაც არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - A Call To Serve International-ის დაფინანსებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით სეზონურად იფუნქციონირებს აღნიშნული ცენტრი.

პროექტის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტს მიეცემა რეაბილიტირებული და აღჭურვილი შენობის მიღების შესაძლებლობა, სადაც მომავალში ბავშვები ისწავლიან დაავადების მართვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რათა გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

 

19. რეგიონული 8685 - პროექტის მიხედვით, აკაკი მაჭუტაძე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდება და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნება აკაკი მაჭუტაძე.

პროექტის მიხედვით, კახა სამხარაძე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდება და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნება 2018 წლის 1 აპრილიდან.
20. თავდაცვა 8681 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის N191 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს საჯარისო წესდებებს, აღნიშნულიდან გამომდინარე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების პროექტი.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე