From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.12.2017
Received On : 22.12.2017 06:57

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ეკონომიკა 39364 - მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.

 

2.    მთავრობა 39375 - სახელმწიფო აუდიტის სამსახური განხორციელებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

3.    ეკონომიკა 39361 - დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული 500 კვ. ეგხ ქსანი -სტეფანწმინდა (EBRD, EC, KfW), ჯვარი ხორგა ელექტროგადამცემი ხაზის (EBRD, EC, KfW) და 220 კვ. „ ახალციხე - ბათუმისხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის (ყოფილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) გაზრდილი სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით გამოყოფილი ასიგნებებიდან , სს საპარტნიორო ფონდისკაპიტალი იზრდება 15 000 000 ლარით, შემდგომში სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კაპიტალის გაზრდის მიზნით .

 

4.    ეკონომიკა 39360 - 2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ  საერთაშორისო შეჯიბრის დაფინანსების (სუბსიდირების) და 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში  მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებისათვის განკუთვნილ ღონისძიებათა ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ გამოეყოფა 800 000 ლარი.

 

5.    განათლება 39358 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლისათვის 212 107.0   ლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევას.

 

2017 წლის აგვისტოში, ა(ა)იპ ახალგაზრდულმა სახლმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისათვის, რაც გულისხმობდა მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: გადაუდებელი საცხოვრისი; ფსიქოლოგის მხარდაჭერა და პიროვნული უნარების განვითარება; პროფესიული უნარების და თვითგამორკვევის პროგრამა (ახალგაზრდულ სახლში ფუნქციონირებს არაფორმალურ განათლების სახელოსნოები: სასწავლო კულინარია, ფლორისტიკა და სამკერვალო).

 

ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლი შეძლებს, დაფინანსების ფარგლებში, გააგრძელოს დაწყებული პროექტი 2018 წელს და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების განვითარებას.

 

6.    ეკონომიკა 39357 - შპს „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოიცა უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. ამასთან, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა უძრავ ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლება ვერ აღდგა.

 

ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  წინააღმდეგ . დავის საგანია მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის სახით 564 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

პროექტის მიხედვით მთავრობასთან თანხმდება, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და შპს ,,ალიანს ჯგუფი კაპიტალს“ შორის დასადები  მორიგების აქტი.

 

7.    ეკონომიკა 39355 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, დადგენილების ამოქმედებიდან 1 წლის ვადით,   სარეკრეაციო ტერიტორიებზე  დაამტკიცოს განაშენიანების რეგულირების გეგმები.

 

8.    განათლება 39313 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შპსკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსების (31 500 ლარით) მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ს.

 

9.    განათლება 39310 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დაფინანსების (112,500.00 ლარით) მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ს.

 

10. ფინანსები 39307 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

ხელმოსაწერია:

1.    39229 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

 

პატივისცემით, 

             ნათია ხმალაძე