From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_24.05.2018
Received On : 24.05.2018 09:59

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    განათლება 16437- სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე ახლებურად ყალიბდება პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის თამილა ბარკალაია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

2.    გარემო 16519 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და  ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის -  დაავადებათა  კონტროლისა და პრევენციის ცენტრს  (CDC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების  გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: კოოპერაციული  ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის -2017.

ხელს შეუწყობს ცოფის შემთხვევების შემცირებას და შექმნის შესაძლებლობას ამ დაავადების საბოლოო ელიმინაციისათვის, ძაღლებსა და ადამიანებში ცოფის  აღმოფხვრას და ქვეყანაში ამ დაავადებაზე თავისუფალი ზონების მიღება/შექმნას, ხოლო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში დადგინდება მისი გავრცელების პრევალენტობა რისკის ზონებში. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი გაზრდის საშუალებას დაიხვეწოს ლაბორატორიის კვლევის მეთოდები, სურსათის მონიტორინგის გეგმები და მოხდეს ეპიდაფეთქების ეფექტური მართვა ყველა დაინტერესებული უწყების მიერ.   ასევე გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის  შესაძლებლობები.

3.    მთავრობა 16518 - ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები შესაბამისობაში მოდის  საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან.

პროექტი ითვალისწინებს გარკვეული საფასურების გაუქმებასა და ზოგიერთი საფასურის დაზუსტებას. მოხდა საფასურების დიფერენცირება საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციაზე მატერიალური სახით  შეტანილ განაცხადსა და ელექტრონულ განაცხადს შორის.

პროექტის მიხედვით, განისაზღვრა, საქპატენტში განაცხადების ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდება 20%-იანი შეღავათი.

4.     საგანგებო 16513 - პროექტი ითვალისწინებს, ტყის ხანძრების მაღალი რისკისა და ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის პერიოდში (2018 წლის  ივლისი-აგვისტო) სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ფუნქციის მქონე ვერტმფრენების დასაქირავებლად საჭირო ფულადი რესურსის  - 2 000 000 ლარის მოძიებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენასა და შესაბამის ღონისძიებების განხორციელებას.

5.    რეგიონული  16511 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილების შენობების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

6.    ფინანსები 16509  - 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალის აგებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა 530 000  ლარი, ა(ა)იპ - შინდისის გმირების მემორიალის ფონდისთვის  გადასაცემად.

7.    საგანგებო 16477 - სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიეცემა თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელოს: კომპიუტერულ მოწყობილობებისა და აქსესუარების, წყლის სატრანსპორტო საშუალებების (სკუტერი) მისაბმელის (ლაფეტი), სკამების შესყიდვა.

8.    ეკონომიკა 16418 - მტკიცდება საქართველოს ენერგოეფექტურობის 2017-2020 წლების სამოქმედო ეროვნული გეგმა.
პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ენერგოტევად სექტორებში: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და შენობების სექტორებში. სულ დაგეგმილია 44 ღონისძიების გატარება, რომლის შედეგადაც მიიღწევა 15%-იანი ენერგო დანაზოგი.
პროექტი შეთანხმებული იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, რაზეც შენიშვნები არ გააჩნია.
9.      სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 16390 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება 2018 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 3 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისა და აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო- ან ვიდეო გამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის შეძენას, მისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
10. კულტურა 16375 - სსიპ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს არაუმეტეს 5 049 ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების   სახელმწიფო შესყიდვა.

11. განათლება 16658 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი. (ძალაშია 2018 წლის 24 თებერვლიდან)

12. განათლება 16657 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი. (ძალაშია 2018 წლის 10 მარტიდან)

13. განათლება 16653 - პროექტი უზრუნველყოფს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციას ფონდის საქმიანობის პროცესში.
14. განათლება 16648 - მთავრობასთან თანხმდება „2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის მონაწილეობასთან დაკავშირებული გეგმა“.

15. ეკონომიკა 16647 - ტურიზმის დარგში იდენტიფიცირებული გამოწვევების კოორდინირებულად დაძლევის მიზნით, შესაბამის დაწესებულებებს, შესაბამის მუნიციპალიტეტებს და საწარმოებს დაევალათ,  ერთი თვის ვადაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ იდენტიფიცირებული ამოცანების შესრულების სამოქმედო გეგმების წარდგენა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისთვის.

16. ეკონომიკა 16644 - შპს „კავკას აგროს“ საკუთრებაში გადაეცემა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე 25000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში ამავე უძრავი ნივთის არანაკლებ 2 ჰა ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნის და ფუნქციონირების დაწყების პირობით.

17. ეკონომიკა 16643 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

18. მთავრობა 16614 -  შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან, სადაც ახლებურად ყალიბდება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

19. იუსტიცია 16672 -  ცვლილება შედის თანამდებობის პირთა ნუსხაში, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება,  პროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ჩამონათვალი შესაბამისობაში მოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამდებობათა დასახელებებთან.

20. რეგიონული 16675 - საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მტკიცდება ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობა.

21. რეგიონული 16669 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან, გამომდინარე ახლებურად განისაზღვრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

22. განათლება 16564 - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი, უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდ­ვის სა­შუალებით.

23. განათლება 16562 - სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისსა და ქალაქ ამბროლაურში ქართული ენისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი გასამართი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

24. ფინანსები 16560 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ADB-ს არსებული დანაზოგებით ქ. ფოთთან მდ. რიონზე ახალი ხიდის და ხიდთან მისასვლელი გზის მშენებლობის დასაფინანსებლად.

 

ხელმოსაწერია:

1.      16663 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“  შეთანხმებას.
2.      16654 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი − A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი − B)“ ფინანსურ ხელშეკრულებებში N2 ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილ-შეთანხმება.

3.      16639 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილების შენობების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

4.      16590 - ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქარ თველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი განისაზღვრება გრანტის გამცემად.

გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

5.      16552 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
6.      16680 - სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისსა და ქალაქ ამბროლაურში ქართული ენისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი გასამართი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.


კანონპროექტები:

  1. 16516 –
    პროექტები: „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებს და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
    ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
    მიზანი: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკის განხორციელება, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის რისკის შემცირება.
    „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ - ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივ საშუალებებთან (გირავნობა და იპოთეკა) მიმართებით სპეციალური ნორმების შემოღება და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალის სამართლებრივი დაცვის დამატებითი მექანიზმების შექმნა, რომლის მიზანიც, თავის მხრივ, არის მოსახლეობაში ჭარბვალიანობის რისკის შემცირება.
    „პოლიციის შესახებ“  - დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და მათი მფლობელი პირების იდენტიფიცირების მიზნით ეფექტიანი და ქმედითი პოლიტიკის განხორციელება.
    „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“  - სესხის გამცემი სუბიექტისათვის, ისევე როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტებისათვის, სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაწესება.
    „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ - შემოღებულ იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის.
    „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  - მსესხებელთა უფლებების დაცვის არსებული რეგულირების  დახვეწა და კიდევ უფრო გამჭვირვალე და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, მსესხებელთა უფლებების დაცვა.
  2. 16652
    პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
    მკაცრდება სანქციები; გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად განისაზღვრა სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე