From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_25-26 ივნისი
Received On : 26.06.2018 10:11

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    ეკონომიკა 20497 - შპს „როიალ დეველოფმენთს“ (უფლებამონაცვლე - სს „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“, 200 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ №1 - №16 შენობა-ნაგებობები. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: 9000 კვ.მ. ფართის შენობ(ებ)ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება; არანაკლებ 550 მეტრი სიგრძის ასფალტისსაფარიანი გზის მოწყობა, ამ მიზნით, არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

იცვლება ხელშეკრულების პირობები.

2.    ფინანსები 20495 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციული შენობის დაქირავების მიზნით, საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა  514 845 ლარი.

3.    საგარეო 20467 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   კვიპროსის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.

4.    გარემო 20460 - ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმებს დანართის სახით დაემატა  „ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი  შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა“ და  „ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ თევზის ზეთისათვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით“.

5.    გარემო 20459 - ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, პროექტი ითვალისწინებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოვლითი ღონისძიების განხორციელებას, ასევე მოვლითი ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის   განკარგვა - დასაწყობებასთან დაკავშირებული  ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტის მიზანია დაცული იქნას ტერიტორიების გაჯანსაღება და მისი ეკოლოგიური ფასეულობის შენარჩუნება.
6.    ეკონომიკა 20458 - საქართველოს მთავრობას, შპს „ლასკადა ენერჯი“, შპს „რაჭა ჰიდრო“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება,  რომლის თანახმადაც, 2017 წლის 20 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარედ შპს „ლასკადა ენერჯის“ ნაცვლად განისაზღვრება შპს „რაჭა ჰიდრო“; 6 თვით გაიზრდება ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის აღების ვადა და შესაბამისად, 12 თვის ნაცვლად განისაზღვრება 18 თვით, ხოლო ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა, რომელიც ასევე იზრდება 6 თვით, 36 თვის ნაცვლად განისაზღვრება 42 თვით. ეკონომიკა 20053 - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სამხრე კამერების სისტემების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7.    ეკონომიკა 20060 - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“  კურორტ გუდაურის ძველი საბაგიროების დემონტაჟთან, გადატანასთან, რეკონსტუქციასთან, 3 ახალი საბაგიროს და მისი გამშვები სისტემების ექსპლოატაციაში გაშვებასთან, საბაგიროების ელექტრომომარაგებასთან და კურორტ გუდაურის გათოვლიანების სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამშენებლო, სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

8.    ფინანსები 20065 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 195 575 492  ლარი.

9.    ფინანსები 20069 - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა 1 359 590.0 ლარი.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში, რაზეც შენიშვნები არ გააჩნიათ.

10. თავდაცვა 20328 - სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება  არა უმეტეს 216 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5 ერთეულით.
მთავრობასთან თანხმდება, სსიპ  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

11. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური 20326 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიეცემა თანხმობა, არაუმეტეს 3 229 100 ლარის ფარგლებში განახორციელოს 20 სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (წყალმზიდი, საწვავმზიდი, ტვირთისა და ადამიანების გადასაყვანი).

12. მთავრობა 20315 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცემა თანხმობა, ოცდაექვსი კონდიციონერის შესყიდვაზე (27 655  ლარის ფარგლებში).

13. მთავრობა 20313 -  ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების საზღვარგარეთ მივლინების ხარჯების ოდენობა.

14. მთავრობა 20311 - სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცემა უფლება  განახორციელოს ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,სტადიონის" მიერ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით საავტორო ზედამხედველობა, ინჟინერ-დამპროექტებლის კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების კონტროლის მიზნით.

15. მთავრობა 20310 - სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცემა უფლება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს  ერთობლივი პროექტის ფარგლებში (პროექტი დაკავშირებულია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამარხების აღმოჩენასთან, ნეშთის და თანმხლები არტეფაქტების დამუშავებასთან (ფიქსაციასთან), ამოღებასთან და შემდგომ კვლევასთან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შემდგომი იდენტიფიკაციის მიზნით), გამოიყენოს დასაქმებულთა შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების ისეთი საშუალება, როგორიცაა ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

16. მთავრობა 20308 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცემა უფლება, მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 5 000 ლარის გამოყოფა ა(ა)იპ - ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდისათვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.

17. მთავრობა 20306 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა წინასწარი თანხმობა 20 500 ლარის ფარგლებში არანაკლებ 26 ერთეული კონდიციონერის სახელმწიფო შესყიდვაზე.

18. საგარეო  20290 -  მთავრობასთან თანხმდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ, დასაქმებისა და ჯანდაცვის დეპარტამენტებში.

19. განათლება 20289 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა თანხმობა, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

20. განათლება 20288 - სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯს „ფაზისს“ მიეცემა  თანხმობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

21. განათლება 20287 - საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სსიპ  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განისაზღვრება გრანტის გამცემად.

22. განათლება 20284 - საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განისაზღვრება გრანტის გამცემად.

23. შსს 20279 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის  სისტემაში შემავალ სამსახურებს მიეცემათ თანხმობა, მიეცემა თანხმობა, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ავეჯის და სხვა შესყიდვების ობიექტების, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

24. მთავრობა 20277 - სსიპ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიეცემა თანხმობა, 2018 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 350 ერთეულით.

25. ფინანსები 20276 - სსიპ - შემოსავლების სამსახური და ფიზიკური პირი/კერძო სამართლის იურიდიული პირი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ელექტრონული სისტემის გამოყენების გზით ურთიერთობისას, გათავისუფლდებიან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან, თუ სსიპ - შემოსავლების სამსახურისთვის შესაძლებელი იქნება ამავე ელექტრონული სისტემის გამოყენების გზით განახორციელოს ფიზიკური პირის/კერძო სამართლის იურიდიული პირის იდენტიფიკაცია.

26. ეკონომიკა 20269 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა თანხმობა, განახორციელოს: ავეჯისა და   დიზელ გენერატორის სახელმწიფო შესყიდვა.

27. ეკონომიკა 20265 -  ცვლილება შედის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკურ რეგლამენტში,  რომლის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს მიეცემა შესაძლებლობა ნებაყოფლობით აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება.

28. რეგიონალური 20263 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის N66/ო ბრძანების საფუძველზე ხორციელდება რეორგანიზაცია შესაბამისი ახალი რედაქციით მტკიცდება სამინისტროს დებულება, რის საფუძველზეც ხორციელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსშორის ფუნქციების გადანაწილება, ასევე იქმნება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფები. შინაარსობრივად იცვლება სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქცია/მოვალებოები.
შესაბამისად, მთავრობასთან თანხმდება სამინისტროს  საშტატო ნუსხა და თანამებობრივი სარგოები.
29. გარემო 20240 - მტკიცდება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“, რომლის მიხედვით, შეიქმნება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების მონაცემების ელექტრონული, დინამიური და ინტერაქტიული ბაზა, რომელიც გააერთიანებს სოფლის მეურნეობის საწარმოო პროცესში ჩართულ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას.

30. გარემო 20228 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფონდ ,,გლობალურ კონსერვაციას“ (Globals Conservation) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი - ,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე   ეფექტიანობისა  და ველური ბუნების დაცვის გაუმჯობესება“.

31. გარემო 20223 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს (SSM) შორის გასაფორმებელი თანამშრომლობის ოქმის პროექტი - „ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა“ (“Nuclear Safety Cooperation with Georgia”).

32. გარემო 20216 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 47  ერთეულით.

33. გარემო 20214 - 2018 წლის პირველი იანვარს ამოქმედებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, კონკრეტული საქმიანობები დაექვემდებარა „გარემოსდაცვით გადაწყვეტილება“-ს და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი გახდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ არის უფლებამოსილი განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიების სახელმწიფო კონტროლი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში.

34. გარემო 20210 - ცვლილება შედის საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებსა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიზანია,  ხე-ტყის უკანონო სარგებლობის შემცირება.

35. ეკონომიკა 20208 - საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბორჯომი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შესაძლებლობა მიეცემა შეისყიდოს ბორჯომის ჰესის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ორი ჰიდროელექტროსადგურის მოწყობის მიზნით.

36. გარემო 20168 - მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული  მოთხოვნები, რომლის მიხედვით, განისაზღვრა, რომ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში და ასევე  ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტის შესაბამისად, ვეტერინარულ აფთიაქში/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკა), ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტსა და ცხოველთა თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ ვეტერინარმა, ხოლო ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა ვეტერინარი სპეციალისტის გარდა, შეიძლება განახორციელოს მეცხოველემაც.
37. გარემო 20167 - მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი.
პროექტის მიხედვით, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება, როგორც ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებზე, ასევე აგრარული ბაზრებზე/ბაზრობებზე, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია.
გაიწერა ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს განხორციელების   მექანიზმები (რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ სურსათის ეროვნული  სააგენტო), კერძოდ: ინსპექტირება, მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება,  ზედამხედველობა  და ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება. ასევე, არაკრიტიკულ და კრიტიკულ  შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირისა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები.

38. გარემო 20165 - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იქმნება მართვადი დაცვის ზონა, სადაც განხორციელდება ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოვლითი ღონისძიებები.

39. გარემო 20164 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, რომლებიც განთავსებულები არიან ერთ ადმინისტრაციულ შენობაში,  ადმინისტრაციულ მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი ხარჯების დაფარვა განხორციელდება სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.

40. შსს 20162 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან 2022 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდება სსიპ  მომსახურების სააგენტო მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას.

41. ეკონომიკა 20434 - საქართველოს მთავრობას, შპს შპს „სტორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასაშენებელი „სტორი 1 ჰესთან“ ერთად, დამატებითი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორზე ასაშენებელი „სტორი 1 ჰესი“ (დამატებითი ტექნიკური პარამეტრებით) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლას, მშენებლობას, ფლობას და ოპერირებას.  

42. შსს 20161 - შსს - ში სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესსა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრში.

43. შსს 20160 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება პოლიციის ერთიან ქსელში ჩართული/ჩასართავი ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებისას/განთავსებისას შესაძლო ვიდეო/ფოტოგადაღების შესახებ სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნების დამზადების ერთიანი სტანდარტი და ფორმა.

44. ეკონომიკა 20148 - შპს „ლონდონს“ 30  წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქალაქ თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 716 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებით სარგებლობისთვის  წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასური 4632 ლარის ოდენობით გადახდა, არაუგვიანეს 28.02.2018 წლისა პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით ქონებაზე სავაჭრო ობიექტ(ებ)ის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 150 000  ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

45. ეკონომიკა 20147 - მტკიცდება საქართველოს ენერგოეფექტურობის 2017-2020 წლების სამოქმედო ეროვნული გეგმა.
პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან, რაზეც  შენიშვნები არ გააჩნია.

46. ეკონომიკა 20145 - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 18624 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
47. ეკონომიკა 20144 - შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 0.01% წილი, მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ გადაეცემა სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს, არსებობის ვადით.

48. ეკონომიკა 20142 - ცვლილება შედის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში, რომლის მიზანია, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ასევე რეგლამენტით დადგენილი ნორმების მისადაგება დღეს მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობასთან და შესაბამისად რეგლამენტში გარკვეული ცვლილებების, დამატებების და ტექნიკური ხარვეზების გასწორების საჭიროება.

49. ეკონომიკა 20141 - შპს „კატევე ხობს“ 200 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა: ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში მდებარე 1 142 024 კვ.მ ფართობის სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა ქონების არანაკლებ 90%-ზე თხილის პლანტაციის გაშენება და ამ მიზნით არანაკლებ 1 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

50. ეკონომიკა 20140 - ფ/პ გივი ონაშვილს (უფლებამონაცვლე - შპს „გვაჯი“) საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, კანდელაკის ქ. №8-ში (სამხედრო ქალაქი 34) მდებარე საბოილერო შენობა (97 კვ.მ) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (166 კვ.მ), ქონების ღირებულება განისაზღვრა 5 660 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, მყიდველმა იკისრა საბოილერო შენობაში 1 წლის განმავლობაში სპორტული დარბაზის მოწყობის და სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების შეღავათიან ფასებში მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

51. ეკონომიკა 20139 - შპს „მპ დეველოპმენტს“, 488 300  ლარად საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, გლდანში, მდებარე 4 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჯამში: 19 532 კვ.მ. მყიდველმა იკისრა ვალდებულებები:
სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება 3 წლის ვადაში; შექმნილ სავაჭრო ცენტრში არანაკლებ 150 ადამიანის დასაქმება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

52. ეკონომიკა 20137 - მესტიის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგებაში არსებული პრობლემური საკითხების საფუძვლიანი შესწავლისა მიზნით იქმნება კომისია.

 53. ეკონომიკა 20136 - ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანდს“ (უფლებამონაცვლე - შპს „გია ჭკუასელის კლინიკა“ ) შორის 2008 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. N13-ში მდებარე შენობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარდაფი - 715.22 კვ.მ. და ამავე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 802.52 კვ.მ ფართობი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. ქონების საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა 174 100  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რაც მყიდველის მიერ გადახდილია სრულად.
მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის:


  1. საპრივატიზებო ობიექტის ჯანდაცვის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა 10  წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დაცვა და მათ შესრულებაზე გამყიდველისათვის ინფორმაციის წარდგენა 6 თვეში ერთხელ ან მოთხოვნისთანავე.

     ვალდებულება შესრულებული არ არის, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო გამოსასყიდი ქონების სრული ღირებულების 0.1% (174.1 აშშ დოლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 31.05.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 623 974.4 აშშ დოლარს და ზრდადია ყოველდღიურად 174.1 აშშ დოლარით.
    მყიდველმა, სააგენტოში 18.12.2017 წელს  წარდგენილ წერილებში აღნიშნა, რომ მის მიერ მოძიებულ იქნა ინვესტორი კომპანია (შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი“, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა შეიძინოს კომპანიის წილი და უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების გახსნა და პროფილით ფუნქციონირება.
    თავის მხრივ, ჰელსიკორმა 08.01.2018 წლის 01/13 წერილით  აღნიშნა,  რომ შენობაში, ფუნქციონირებს კლინიკა „ჰელსიკორი“ სადაც 2014 წლიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაციები. ამასთან, 2017 წლიდან კლინიკაში გაიხსნა ახალი მიმართულება ონკოქირურგია, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად იწვევენ მოწინავე ევროპული ქვეყნების წამყვან სპეციალისტებს ნოვატორული ოპერაციების ჩატარებისა და დანერგვის მიზნით. ასევე, აღნიშნა რომ ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრიდან,  ქ. თბილისში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობაში „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency) სამედიცინო სერვისის ნებართვის მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამსახური განთავსებული იყოს პირველ სართულზე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ წილის 100%-ის შესყიდვის საკითხი.
    შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ მიერ (რომლის 100% პარტნიორს, მეწარმეთა რეესტრის 17.01.2018 წლის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ჰელსიკორი) სააგენტოში წარდგენილი 18.12.2017 წლის წერილებით მოთხოვნილი იქნა საპრივატიზებო პირობების ცვლილება და შემდეგი რედაქციით განსაზღვრა:
  2. არაუგვიანეს 01.01.2021 წლისა სამედიცინო პროფილის მქონე დაწესებულების (კლინიკის) ფუნქციონირებისათვის საჭირო სამშენებლო (სარემონტო) სამუშაოების დასრულება;
    არაუგვიანეს 01.01.2021წლისა ქონების სამედიცინო პროფილის მქონე დაწესებულების (კლინიკის) ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვა;

     2021 წლის 01 იანვრიდან ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება 10 წლის ვადით.
  3. დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიება, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების პირობით.

     
    აღნიშნული საკითხი 2 ჯერ იყო განხილული „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისიაზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა  შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
     არაუგვიანეს 31.12.2020 წლისა გადაცემულ ქონებაზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების დასრულება, აღჭურვა და საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების დაწყება; ხსენებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 800 000  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება განსაზღვრული გრაფიკით:

      ზემოაღნიშნული საპრივატიზებო პირობ(ებ)ის შესრულებიდან საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა 10  წლის განმავლობაში;

     ასევე, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, არანაკლებ 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული უნდა იყოს არაუმცირეს 2021 წლის 03 მაისისა.

     ასევე, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია, შპს „გია ჭკუასელის კლინიკა“ გათავისუფლდეს შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ზემოაღნიშნული საპრივატიზებო პირობების შესრულების პირობით.

    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან შენიშვნები არ გააჩნია.

53.  განათლება 20135 – - სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ქსელებისა და  ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების  სახელმწიფო შესყიდვები.

54. განათლება 20134 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი. (ძალაშია 2018 წლის 24 თებერვლიდან)

55. განათლება 20133 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი. (ძალაშია 2018 წლის 10 მარტიდან)

56. განათლება 20132 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებში შრომითი და პროფესიული უნარების განვითარების  ხელშეწყობის მიზნით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოფს კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 267 037.44  ლარის გადარიცხვას.

57. განათლება 20121 - პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ სეისმური და სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მოხდება სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისთვის საჭირო აპარატურის შესყიდვა.

58. განათლება 20120 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიეცემა მთავრობის  თანხმობა, საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების, ქსელების  შესყიდვის განხორციელებაზე.

59. განათლება 20119 - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომელთა ხელახალი აკრედიტაციის მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2018 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვრება 2018 წლის 01 ნოემბერი.

60. რეგიონალური 20108 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Todini Costruzioni Generali S.p.A-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებები - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I: ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ0+000-კმ29+372) სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი II: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა კმ0+000-კმ17+380) სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

61. ეკონომიკა 20102 - შპს „კამარა ექსპრესს“ 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში მდებარე 5 729 კვ.მ, 6 587 კვ.მ და 14 213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კომპანიამ იკისრა ქონებაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შემქნა და წარმოების დაწყება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

62. ეკონომიკა 20089 - ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლების და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ. თბილისში, 220/110 კვ. ძაბვის ქვესადგურის (ქ/ს „თელეთი“) მშენებლობისათვის და მისი ქსელთან მიერთებისათვის ამ ეტაპზე მშენებლობისათვის საჭირო სპეც. ტექნიკის დაქირავების და ტვირთის გადაზიდვის მომსახურებების  შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
 

63. ფინანსები 20080 - საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს დადებული „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლით აღიარებული ელექტროენერგიის ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და „TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.“-ს შორის გასაფორმებელი ოქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აპრილის N923 განკარგულების შესრულების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის განსაზღვრული ასიგნებების არაუმეტეს 4 000.0 ათასი ლარის შემცირების ხარჯზე ახალი პროგრამული კოდის „ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში აღიარებული ვალდებულებების  დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებები“ ასიგნებების გაზრდას.
64. ლტოლვილები 20079 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო,  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, 700 000 ლარს მიმართავს ქ. თბილისში, იმ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცალკეული ღონისძიებების დაფინანსებისათვის, რომლის წევრებიც არიან დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.

65. ფინანსები 20076 - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხით“ განსაზღვრული იმ საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება, რომელთა იმპორტისას დარიცხული დღგ-ის გადახდა განხორციელდება საქონლის გაშვებიდან 45 დღის ვადაში, ნუსხას ემატება ორი დასახელების საქონელი: ქარენერგეტიკული დანადგარი და სინათლის ენეგიაზე მომუშავე   ფოტოელემენტებისაგან აწყობილი მოდული.

66. კულტურა 20075 - შპს „სპორტმშენსერვისი“ უზრუნველყოფს 3 ერთეული მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. გორი)  საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

67. ფინანსები 20074 -  ცვლილება შედის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესში“, ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა – არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას  ან  ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთით გადაადგილების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, არ გავრცელდება საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაშიც. ამასთან, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოსადგენი დოკუმენტის – „მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ სერტიფიკატის“ ანალოგად შემოღებულ იქნება „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობა“.

68. ეკონომიკა 20073 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ მემორანდუმსა და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს ,,სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ  ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გასაფორმებელი N12 კომპლექსური შეთანხმების პროექტი.

69. ფინანსები 20066 - მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 8 762 156  ლარი.

70. ეკონომიკა 20064 - შპს „ანაკლია 2018“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცემა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას, 2018 წლის 15 სექტემბრამდე.

71. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური 20062 - ტყის ხანძრების მაღალი რისკისა და ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის პერიოდში (2018 წლის  ივლისი-აგვისტო)  საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების საჭიროების დაკმაყოფილებისა და ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ფუნქციის მქონე ვერტმფრენებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

72. ეკონომიკა 20061- ფიზიკურ პირს - როლანდ ბლადაძეს საკუთრებაში გადაეცემა ქ. თბილისში, ნ. ჟვანიას ქუჩა (ყოფ. კეკელიძე) N72-ში, მე-12 სართულზე განთავსებული ბინა N23, ფართით  - 262.39 კვ.მ. (მშენებარე) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რაც ემსახურება განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულების შესრულებას.

73. ეკონომიკა 20057 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას  „The Frankfurter Buchmesse GmbH“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

74. მთავრობა 20028 - მტკიცდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

75. იუსტიცია 20021 - ცვლილება შედის  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესში,
პროექტის მიზანია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ახალი მომსახურებებისათვის შესაბამისი საფასურის დაწესება, ასევე ცალკეული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევებში, მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლება. გარდა ამისა, პროექტის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი სერვისის - „ელექტრონული პირადობის მოწმობის PIN და PUK კოდების ხელახლა გაცემა“ - დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობის და, შესაბამისად, მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას.

76. მთავრობა 20548 - მტკიცდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი დებულება.
მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურის მიღების მიზანი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებითაც გადაწყდა საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება.
 

ხელმოსაწერია:

1.       20400 -  საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება 2018 წლის 10 აგვისტოდან ზურაბ ბექაიას სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2.    20397 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გრიგორ ტაბატაძის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 
კანონპროექტები:

  1. ეკონომიკა 20333 - "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ ცვ. პროექტი
    შინაარსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,  სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს ემატება საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების წარმოება.

    ასევე, კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ საქმიანობას და ასევე ადგენს აღნიშნული სამუშაოების კონკრეტულ ჩამონათვალს, კერძოდ საავაიციო უსაფრთხოების მიზნისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქემიანობა არის სამუშაოები, რომელიც მიმართულია ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისკენ.

     
  2. ეკონომიკა 20336 - „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ ცვლილების პროექტი
    კანონპროექტის მიზანია მეზღვაურთა სერტიფიცირების უზრუნველყოფა, რათა მათ იმსახურონ  IGF კოდექსს დაქვემდებარებულ გემებსა და იმ გემებზე, რომლებიც პოლარულ წყლებში ეწევიან ნავიგაციას, აგრეთვე მათი წვრთნების, როგორც საბაზისო ისე სპეციალიზებული წვრთნების განსაზღვრას.

     
  3. ეკონომიკა 20332 - საქართველოს საზღვაო კოდექსი ცვლილების პროექტი
    ახლებურად წესრიგდება მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, ან ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობისა და ზიანის  ანაზღაურების  მოთხოვნის საკითხები.
     
  4. ეკონომიკა 20329 - კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში, გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისათვის პირდაპირი წესით. წყალმომარაგებისათვის მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის მიზანს წარმოადგენს აუქციონთან დაკავშირებული გართულებული პროცედურების თავიდან აცილება, რათა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს არ  შეექმნას ბარიერი წყალმომარაგების ლიცენზიის მიზნებისათვის მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობაში. ასევე, კერძო  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობისათვის გამარტივებული წესის შემოღება, რათა მოხდეს რესურსის ეფექტური გამოყენება სამეწარმეო მიზნით.

 

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე