მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 12961 - სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯი „იბერიას“ მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.
- მთავრობა 12984 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
- გარემო 12958 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- გარემო 12955 - ვანის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- გარემო 12953 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- გარემო 12951 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- განათლება 12950 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს „Save the Children International-ის“ საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
- გარემო 12949 - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- განათლება 12947 - ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქარ თველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი განისაზღვრება გრანტის გამცემად.
გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. - გარემო 12946 - სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიეცემა უფლება, გამონაკლისის სახით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 8 ერთეულით.
- გარემო 12912 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- გარემო 12909 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა უფლება, გამონაკლისის სახით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 85 ერთეულით.
- ეკონომიკა 12903 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ოქროპილაური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის და საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „გოგინაური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტები.
- რეგიონული 12872 - მიეცემა უფლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს დარჩენილი ეკონომიები, ჯამში - 728 800 ლარი, მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.
ხელმოსაწერია:
- 12911 - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება ირაკლი ასაშვილის კანდიდატურა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე