From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_26.03.18
Received On : 26.03.2018 10:32

           მოგესალმებით ბატონო დავით,

           შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. კულტურა 9304 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა,  ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთი (SKODA OCTAVIA, სახ. ნომერი - MSY505)  3 642  ლარის ღირებულებით.
  2. ეკონომიკა 9283 - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, პროექტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში, განხორციელდება გაზიფიცირებისათვის საჭირო  საპროექტო სამუშაოების შესრულება.
  3. საგარეო 9268 - მტკიცდება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის  შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის თამილა ბარკალაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
  4. საგარეო 9263 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, 8327 ლარის ფარგლებში განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის, ასევე ქსელის კაბელის სახელმწიფო შესყიდვა.
  5. თავდაცვა 9253 - სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას მიეცემა  თანხმობა 1 ერთეული გენერატორის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ელექტრონული შესყიდვის საშუალებით. 
  6. თავდაცვა 9250 - მთავრობასთან თანხმდება, GG-B-UDG ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება.

    ხელშეკრულების პროექტის შესაბამისად, გრანტის ხელშეკრულების ღირებულებაა 1 177 438 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება VBS3 აღჭურვილობის (სიმულაციური და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები), შესაბამისი პროგრამული სისტემების მოწოდებას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.
  7. რეგიონული 9379 - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი II) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსებას საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტი, ნაცვლად 2017-2019 წლებისა, უზრუნველყოფს 2018-2020 წლების ბიუჯეტით, დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
  8. რეგიონული 9380 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება, მიიღოს გრანტი უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან „HEKS-EPER შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ურთიერთდახმარების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში“, არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.
    უზრუნველყოფილი იქნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ მოსაწყობად გამოყოფილი სივრცის რემონტი და აღჭურვა. „ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება ქალებსა და გოგონებს  შესთავაზებს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას,  ასევე ღია სივრცეს დასვენებისა სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისათვის.
  9. კულტურა 9403 - ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.
  10. ფინანსები 9392  - მთავრობასთან თანხმდება, 2018 წლის 5 იანვარს საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „ენგურჰესს“ შორის გასაფორმებელი ქვესასესხო ხელშეკრულების პროექტი.
  11. რეგიონული 9388 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SHENZHEN SED INDUSTRY CO LTD-ს (ჩინეთი) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ115 - კმ121.3) განათების ქსელის მონტაჟის შესყიდვა.

 

ხელმოსაწერია:

1.      9344 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, გარკვეული საპატიო მიზეზით ვერ ახერხებენ კონკურსის ჩატარების ადგილას გამოცხადებას, შესაძლებლობა ეძლევათ  მონაწილეობა მიიღონ საჯარო სამსახურში გამოცხადებულ კონკურსში, კანდიდატის შეფასება განხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

2.      9342  - საქართველოს შინაგან საქმეთა და მის სისტემაში შემავალი უწყებები კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.      9339 - მიეცემა უფლება დმანისის მუნიციპალიტეტს, პროექტის - დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი განსახორციელებლად, საქართველოში აშშ-ს საელჩოსაგან მიიღოს გრანტი არა უმეტეს 597 368 აშშ დოლარის ოდენობით, ნატურალური ფორმით.

დმანისის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან - A Call To Serve International-თან ერთად ახორციელებს პროექტს - „დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი“, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამიზნე მოსახლეობას (ახალგაზრდები) საკუთარი დაავადებების მართვის ცოდნის ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.

 

აღნიშნული პროექტის - „დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრის“ განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური ბაზის შესაქმნელად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გრანტის სახით სრულად აღადგინა, გაარემონტა და ნაწილობრივ აღჭურვა დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა, სადაც არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - A Call To Serve International-ის დაფინანსებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით სეზონურად იფუნქციონირებს აღნიშნული ცენტრი.

 

პროექტის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტს მიეცემა რეაბილიტირებული და აღჭურვილი შენობის მიღების შესაძლებლობა, სადაც მომავალში ბავშვები ისწავლიან დაავადების მართვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რათა გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

 

4.    9338 - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, მიეცემა თანხმობა მისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,,შრომის ანაზღაურების'' მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 589 740 ლარით გაზრდაზე.

5.    9333 - სსიპ  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.

6.      9330 -  მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ა(ა)იპ – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულება.

აღნიშნული უზრუნველყოფს, მეცნიერების პოპულარიზაციას, ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და აჭარის მაღალმთიან რეგიონში განათლების მიღების ხელშეწყობას.

7.    9328 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.  

8.    9326 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს არა უმეტეს 34 787 ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.

9.    9322 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე