From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_26.04.18
Received On : 26.04.2018 06:35

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. შსს 13100 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავეჯის, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  2. თავდაცვა 13093 - მთავრობასთან თანხმდება, ,,GG-B-BAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 1”.

    იზრდება გრანტის ხელშეკრულების მოცულობა 600 000 აშშ დოლარით და მისი მთლიანი ღირებულება ხდება 1 200 000 აშშ დოლარი. თანხა მოხმარდება მაღალი მობილობის მრავალმიზნობრივი ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებით ქართული მხარის უზრუნველყოფას.
  3. გარემო 13034 - აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ,,მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N302 დადგენილებაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ხელმოსაწერია:

1.      13097 - ცვლილება შედის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამინისტრო ინტეგრაციის ღონისძიებებს ასევე განახორციელებს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართაც.   

მინისტრის ფუნქციებში აისახება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისათვის, მინიჭებული უფლებამოსილება, კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.

2.    13096 - აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად,  ,,ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის N1457 განკარგულებაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3.    13095 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2018 წლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 55 ერთეულით.

4.    13094 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.

5.    13084 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოიყოფა 2 560 000  ლარი, მათ შორის:  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის - 1 200 000 ლარი; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის - 660 000  ლარი;  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის - 500 000 ლარი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის - 200 000  ლარი.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე