მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 13241 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება ფინეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია.
- ეკონომიკა 13237 - მხატვართა კავშირს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 10 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ქ. თბილისში, ქუთათელაძის ქ. N6-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, ამავე ქონების სახელოვნებო პროფილით ფუნქციონირებისა და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირის“ ადმინისტრაციის განთავსების მიზნით გამოყენების პირობით.
- ეკონომიკა 13236 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე 5000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
- ეკონომიკა 13235 - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განსაზღვრულ პრიორიტეტთა ნუსხას ემატება ახალი სასაქონლო ნომენკლატურის კოდი - „ფრინველის ნაკლავის ნაწილები, გაყინული, ძვლებგამოცლილი“ (HS კოდი - 0207 14 10).
- ეკონომიკა 13234 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ურეკი-შეკვეთილი სანიტარული ზონების პროექტის მომზადების მიზნით კვლევისა და განვითარების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- მერია 13231 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”-ს მიეცემა უფლება, განახორციელოს სოციალური კამპანია ,,გაუფრთხილდი ქალაქს” ფარგლებში, სცენარების, აქცია-ღონისძიებების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის, ვიდეო რგოლების, პოსტერების, კონკურსების, მედია გეგმისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადებების შესარჩევად მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- იუსტიცია 13203 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს - Statens Kartverk-ს შორის დასადები ინსტიტუციური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების პროექტი „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ განხორციელების შესახებ.
ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს გადმოეცემა პროექტის შედეგად შექმნილი უახლესი რუკები, რაც ხელს შეუწყობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს და მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მიერ. - კულტურა 13194 - თანამედროვე ხუთჭიდში „ევროპის თასის“ გათამაშებაში (ქ. თბილისი, 2018 წლის 28 ივნისი - 1 ივლისი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემათ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის წევრებს.
- რეგიონული 13186 - მიეცემა უფლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს დარჩენილი ეკონომიები, ჯამში - 728 800 ლარი, მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.
- ფინანსები 13176 - უნიკალური ისტორიულ - არქიტექტურული ღირებულების მქონე თუშეთის 10 ციხის - სოფლის: ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთას საინვენტარიზაციო - კვლევითი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოფს 400 000 ლარს.
- რეგიონული 13159 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის თანახმად, ცვლილება შედის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესსა და თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში.
- თავდაცვა 13111- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, მის პასუხისმგებლობას მიკუთვნებული აქტივობებისათვის საჭირო, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე