| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_27.06.18 |
| Received On : | 27.06.2018 09:14 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 20667 - პროექტის მიხედვით, „სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს დადგენილების სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ კანონმდებლობასთან.
2. ეკონომიკა 20666 -სს „სუფსა ენერჯის“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 9 ერთეული, ჯამში 18985 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც ხელს შეუწყობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბარამიძისწყალზე ჰიდროელექტროსადგური „ბარამიძისწყალის“ (ბარამიძე ჰესი) მშენებლობას.
3. ეკონომიკა 20665 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი 2018 წლის ასიგნების ფარგლებში საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელებიდან მიმდინარე დანიშნულების ხარჯების მუხლებში 510,000.00 ლარის გადატანის შესახებ თანხმობის მიცემას.
4. ეკონომიკა 20664 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „იბერჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „სადმელი 2 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე.
5.
განათლება 20658 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება, 2018 წლის ივნის-სექტემბერში სოფელ ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი),
ქ. ქუთაისში სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის და მანავის სამხედრო ბაზის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) ტერიტორიებზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.
პროექტს მიხედვით უწყებების მხრიდან განხორციელდება პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ბანაკები (პროგრამის ჩატარების ადგილებზე: სოფელ ანაკლიაში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შაორის ტბის მიმდებარედ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისში - სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის და მანავის სამხედრო ბაზის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში, ბანაკების ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მონაწილის (მათ შორის უცხო ქვეყნის
მოქალაქეების) საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;
ბ) ბანაკების მომარაგება საჭირო მედიკამენტებით, ასევე, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის) ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებით და მკურნალობისათვის საჭირო ყველა პროცედურის ხარჯი.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
6. კულტურა 20643 - კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს „ვანის ნაქალაქარი“ განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
7.
კულტურა 20642 - სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი 2018 წლის განმავლობაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 7 392 289 ლარის ფარგლებში.
8. კულტურა 20640 - სსიპ შემოქმედებითი საქართველო 2018 წლის განმავლობაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენების მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 229 416 ევროს ფარგლებში.
9.
ეკონომიკა 20594 - ი/მ ეკატერინე აბარამიას (უფლებამონაცვლე - შპს „გრინპაკი“, ს/კ N405059573, შემდგომში - კომპანია) 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე (ნაკვ.14/579) არსებული 2587 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-2 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385.09კ.მ.; გადაცემულ ქონებაზე ქაღალდისა და არამოქსოვილი მასალისაგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება
ამ მიზნით, არანაკლებ 1 416 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
10. ფინანსები 20577 - 8 მეწარმე სუბიექტს ენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
11.
ფინანსები 20575 - მთავრობასთან თანხმდება,
სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
12.
გარემო 20566 - სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასაზღვრო სექტორი „სულდას“ მშენებლობა/შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვაში.
13.
გარემო 20562 - ცვლილება შედის ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესში, რომლის მიხედვით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები ტყის ეროვნული აღრიცხვის ჩატარებისთვის, რაც უზრუნველყოფს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მახასიათებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას და ამ მონაცემების საფუძველზე მონიტორინგსა და საერთაშორისო ანგარიშგებას.
14.
გარემო 20561 - მტკიცდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა“.
პროექტის თანახმად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ ის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო და ახორციელებენ პროდუქციის გადამუშავებას.
ხელმოსაწერია:
1. 20663; 20662 - ცვლილება შედის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესში,
პროექტის მიზანია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ახალი მომსახურებებისათვის შესაბამისი საფასურის დაწესება, ასევე ცალკეული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევებში, მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლება. გარდა ამისა, პროექტის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი სერვისის - „ელექტრონული პირადობის მოწმობის PIN და PUK კოდების ხელახლა გაცემა“ - დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობის და, შესაბამისად, მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას.
2. 20659 - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომელთა ხელახალი აკრედიტაციის მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2018 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვრება 2018 წლის 01 ნოემბერი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე