| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_27.12.2017 |
| Received On : | 27.12.2017 08:19 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 39937 - პროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, დაკორექტირდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების მიზნით საშტატო ნუსხის დანართი. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით განისაზღვრება, რომ წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული დებულებების აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მობილიზებული კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
საკითხი გადაგზავნილია სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში
2. ფინანსები 39936 - პროექტით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადებში საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უნდა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოების და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება 2018 წლის 20 იანვრამდე დადგენილების პროექტის №1 დანართის შესაბამისად. პროექტით განისაზღვრება დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში, თანამდებობრივ სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდში ცვლილების შეტანის წესი.
საკითხი გადაგზავნილია სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში
3. ფინანსები 39935 - პროექტი, ითვალისწინებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელფასო და სხვა მიმდინარე ვალდებულებების დაფინანსების მიზნით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის, სესხის სახით 150 000 ლარის გამოყოფას.
4. ფინანსები 39934 - პროექტი მიხედვით, მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ჯამურად შეადგენს 157 637 956 ლარი, მათ შორის: იმ პროექტების განხორციელებისათვის რომლებზედაც უკვე არსებობს საპროექტო დოკუმენტაცია ან მათზე სამუშაოები დაწყებულია გასულ წლებში 153 527 946 ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისათვის 4 110 010 ლარი.
5. მთავრობა 39908 - ცვლილება შედის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღ რმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევში.
დანართის სახით ემატება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის შემუშავების ვალდებულება, განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს როლი კანონის მიღების და შემდგომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში.
6. რეგიონული 39842 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TNM Limited-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - „საგზაო ქსელის შეფასება, დეტალური პროექტის მომზადება, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება გურიის რეგიონში რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის განსახორციელებლად და მონიტორინგის/საზედამხედველო მომსახურების გაწევა“.
7. მთავრობა 39818 - მიეცემა თანხმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები გაზარდოს 200 000 ლარით.
8. თავდაცვა 39812 - ,,GG-B-UDA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 1“.
პროექტის შესაბამისად, GG-B-UDA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატებით გახანგრძლივებულია ამერიკული მხარის მიერ საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარებისთვის, გრანტის სახით გადმოსაცემი 52 371 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიღების პერიოდი.
ხელმოსაწერია:
1. 39960 - სიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 32 000 ლარს გამოყოფს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
2. 39959 - სახელმწიფო აუდიტის სამსახური გან ახორციელებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. 39958 - მ ც ხ ე თ ი ს მუნი ციპალი ტეტ ი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სო ფელ ქსოვ რისში წყალმომარაგე ბის სისტემის გაუმჯობ ესე ბის პროექტის განხორციელების მი ზნი თ, მიიღებს გრ ანტს 93 500 ლა რის ოდ ენობ ით.
4. 39941 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 244 528 ლარით გაზრდას.
5. 39940 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
6. 39939 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
7. 39065 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის
დღეს კიდევ იქნება საკითხები და მოგწერთ პერიოდულად
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე