| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_28.03.18 |
| Received On : | 28.03.2018 11:12 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 9676 - დაზარალებულ პირს, მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ორი ერთეული ავტომანქანა „ჰიუნდაი IX 35“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად.
2.
ეკონომიკა 9672 – ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე
პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
3. განათლება 9648 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნულ დონეზე ჩატარებისათვის უზრუნველყოფს ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის
დაფინანსების (642461.91 ლარით) მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
4.
გარემო 9624 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის
საშუალებით.
5. გარემო 9623 - მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, განისაზღვრა, რომ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი
ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში
და ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტის შესაბამისად, ვეტერინარულ აფთიაქში/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკა), ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტსა და ცხოველთა თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ ვეტერინარმა, ხოლო
ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა ვეტერინარი სპეციალისტის გარდა, შეიძლება განახორციელოს მეცხოველემაც.
6.
გარემო 9622 - მტკიცდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი.
პროექტის მიხედვით, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება, როგორც ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებზე, ასევე აგრარული ბაზრებზე/ბაზრობებზე, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია.
გაიწერა ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს განხორციელების მექანიზმები (რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო), კერძოდ: ინსპექტირება, მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა და ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება. ასევე, არაკრიტიკულ
და კრიტიკულ შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირისა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები.
ხელმოსაწერია:
1. 9661 - პროექტის მიხედვით, აკაკი მაჭუტაძე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდება და დაინიშნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე.
2.
9659 - პროექტის მიხედვით, კახა სამხარაძე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი
თანამდებობიდან გათავისუფლდება და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნება 2018 წლის 1 აპრილიდან.
3.
9657 - მთავრობასთან თანხმდება, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ ხელშეკრულებები.
რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეიარაღების, სპეციალური აღჭურვილობის, საფრენი მოწყობილობების,
მათი სათადარიგო ნაწილების, მათთან დაკავშირებული ინსტრუქციების/სახელმძღვანელოების და შესაბამისი მომსახურების მიღებას, შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გადაცემის მიზნით.
4. 9644 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ზამბიის რესპუბლიკის მთავრობას შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით.
5. 9596 -
ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმს.
6. 9697- მთავრობასთან თანხმდება, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 აპრილის №100 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 მარტის N107 ბრძანებულება.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე