From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_29.12.2017
Received On : 29.12.2017 08:14

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     მთავრობა 40099 -   2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება მოსახლეობის განვითარების ეროვნული  საბჭო,   მტკიცდება საბჭოს შემადგენლობა და დებულება.

 

საბჭო შემადგენლობაში, წევრის სტატუსით შედის ბატონი დავით სერგეენკო, ხელმძღვანელობს - ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული  მდივანი. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.

 

საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია

 

ა) „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს;

 

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;

 

გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს;

 

დ) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;

 

ე) ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;

 

ვ) ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

 

ზ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

2.       მთავრობა 40165 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტი.

 

3.    მთავრობა 40154 - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 150 ერთეულით.

 

4.    მთავრობა 40153 - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აბონენტთა უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფისთვის, სსიპ - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“, 2018 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო შესყიდვას შპს „ჯეოსელის“, შპს „ვიონი საქართველოს“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „09 Tech“-ის, შპს „კვესი ჯგუფისა“ და სს „სილქნეტისაგან“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს განკარგულებაში არსებული ასიგნებების ფარგლებში.

ხელმოსაწერია:

1.      40304 სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებას სასყიდლით , აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით 5 წლის ვადით გადასცემს  სს თიბისი ბანკს.  

2.      38039 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი.

 
 

პატივისცემით,   

              ნათია ხმალაძე