From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_30.04.18
Received On : 30.04.2018 09:30

           მოგესალმებით ბატონო დავით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    მთავრობა 13404 - მტკიცდება 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ­თა ოჯახების წევრებისა), ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სსიპ - სოცია­ლური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, წარმოდგენილი ფულადი დახმარების ოდენობის პირობებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან („მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ პროგრამის (პროგრამული კოდი:  35 02 02)) გასაცემი ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების საერთო ოდენობა შეადგენს 357 600 ლარს.

პროექტი შეთანხმეულია ეკონომიკურ და სოციალური დაცვის დეპარტამენტებთან.

2.    ეკონომიკა 13333 - მთავრობასთან თანხმდება, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და ,,TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.”-ს შორის გასაფორმებელი ოქმის პროექტი.

3.    ეკონომიკა 13437 - შპს "ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის“ საკუთრებაში გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 ერთეული მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ოროზმანში, ჰიდროელექტროსადგური „ორო ჰესის“ მშენებლობას.

4.    ეკონომიკა 13434 - სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიეცემა თანხმობა განახორციელოს რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.

5.    ეკონომიკა 13429 - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განსაზღვრულ პრიორიტეტთა ნუსხას ემატება ახალი სასაქონლო ნომენკლატურის კოდი - „ფრინველის ნაკლავის ნაწილები, გაყინული, ძვლებგამოცლილი“ (HS კოდი - 0207 14 10).

6.    შსს  13426 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – ,,112“-ის, სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებენ  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7.    ეკონომიკა 13420 -  მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქაერონავიგაციას“ და EUROCONTROL-ს შორის VOTER-ის სალიცენზიო ხელშეკრულების პროექტი.

შპს “საქაერონავიგაციის“ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საჰაერო მოძრაობის მართვის  შენობებში დაყენებულია  ხმოვანი კავშირის სისტემა SITTI. ასევე დამატებით იგეგმება ახალი ხმის ჩამწერი სისტემის დანერგვა სამივე ზემოაღნიშნულ ობიექტზე, რაც დამატებით უზრუნველყოფს ფრენების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

8.    ფინანსები 13419 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების მიზნით.

9.    რეგიონული 13417 - ცვლილება შედის საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში, კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ კახაბერ გულედანის ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი.

10. ფინანსები 13415 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება საქართველოსა   და ევროპის   საბჭოს   განვითარების   ბანკს   (СEB)   შორის   2018   წლის   24   აპრილს   ხელმოწერილი „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად 2016 წლის 18 ოქტომბერს საქართველოსა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს (СEB) შორის გაფორმებული ჩარჩო სასესხო შეთანხმების“ ცვლილება N1.

11. მთავრობა 13400 - 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება მოსახლეობის განვითარების ეროვნული  საბჭო, მტკიცდება საბჭოს შემადგენლობა და დებულება.

საბჭოს შემადგენლობაში სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედის ბატონი დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

12. ეკონომიკა 13340 -  მტკიცდება საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობა.

13. მთავრობა 13332; 13323 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცემა თანხმობა განახორციელოს ავეჯის  შესყიდვა.           

14. განათლება 13313 - საქართველოს მთავრობა დაავალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსურად დაეხმაროს ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიას, რომელიც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას საქართველოში.

15. შსს 13298 - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განახორციელებს მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემას, ბანკომატების განთავსების მიზნით.

16. ფინანსები  13288 - სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეცემა თანხმობა განახორციელოს 90 000 ერთეული კომპაქტური დისკის სახელმწიფო შესყიდვა.

17. თავდაცვა 13270 - ,,ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM)” შტაბში (ქ. ქაბული) მრჩევლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი პაატა დევდარიანი ჩანაცვლდება პოლკოვნიკი გელა გიორგაძით.

18. ეკონომიკა 13258 - ვანის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.

19. ეკონომიკა 13255 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.  

 ხელმოსაწერია:

  1. 13475 მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  2. 13473 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ − ეროვნული საშენი მეურნეობის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  3. 13435 -  სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა უფლება, გამონაკლისის სახით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 85 ერთეულით.
  4. 13433 - სსიპ -  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიეცემა უფლება, გამონაკლისის სახით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 8 ერთეულით.
  5. 13371 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.

    შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად ინიშნება საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა.
  6. 13354 -საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება  „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და  აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 1)“ №5 ცვლილება“.
  7. 13327 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ოქროპილაური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის და საქართველოს მთავრობას, შპს „ალტერ ენერჯის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „გოგინაური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტები.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე