| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ეპიდდაიჯესტი |
| Cc : | Zaza Sopromadze;Tamar Barkalaia;mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 19.02.2018 17:32 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ გასული კვირისა და დღეის ეპიდდაიჯესტს.
სამწუხაროდ გვაქვს ჩუტყვავილას ჰემორაგიული ფორმით გარდაცვალების შემთხვევა, 6 წლის გოგონა. ამ ეტაპზე მოპოვებული მონაცემები წარმოდგენილია დანართში სადაც ასევე გახლავთ მოკლე ზოგადი
მიმოხილვა ჩუტყვავილასთან დაკავშირებით. შემთხვევის ეპიდკვლევა გრძელდება და დამატებითი დეტალები მოგხსენდებათ.
ასევე წარმოგიდგენთ ჯანმოს ცოფის საკონსულტაციო მისიის წინასწარი ანგარიშის პრეზენტაციას. სრული ანგარიში და მისი ქართული თარგმანი იქნება მოგვიანებით.
გათვლებს წითელას ეპიდაფეთქების შემაკავებელი ვაქცინაციის რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ მოგაწვდით ხვალ.
პატივისცემით
ამირანი