მეგობრებო, კოლეგებო,
ბატონმა ერდოღანმა უკვე მესამედ ახსენა ბათუმი, ეს უწყნარესი ქალაქი და ტურისტული ოაზისიმიუღებელ კონტექსტში. ეს უკვე პერსპექტივაში ძალიან ცუდია.
მე ვეთანხმები მიდგომას, რომ კომენტარი მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს და რომ უმჯობესია, საერთოდ თავი ავარიდოთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ საერთოდ უპოზიციო და არაფრისმთქმელი კომენტარიც არ გვიქმნის კარგ იმიჯს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
ჩემი აზრით მესიჯი დაახლოებით ამ კონტექსტში უნდა ჩამოყალიბდეს და უკეთესი იქნება, თუ ასეთ მესიჯს პარლამენტის შესაბამისი წევრები გააჟღერებენ :
--------------
ჩვენმა უახლოესმა პარტნიორმა და მეგობარმა თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს არცერთი ქალაქიდან, არცერთი რეგიონიდან არ ემუქრებოდა, არ ემუქრება და არასდროს დაემუქრება მას რაიმე საფრთხე.
ჩვენთვის აბსოლუტურად გადაგებია, რომ თურქეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მთელს ტერიტორიაზე იყოს გარანტირებული მშვიდობა
და უსაფრთხოება. საქართველოს თავისი წილი შექონდა, შეაქვს და მუდამ შეიტანს ამ უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში.
--------------
პატივისცემით,
ზვიად კვაჭანტირაძე
Zviad KVATCHANTIRADZE ; MP
Chairman of the Committee
on Diaspora and Caucasus Issues;
Member of PACE;
Ambassador ;
Member of Political Council at "Georgian Dream-Democratic Georgia"
PARLIAMENT OF GEORGIA
8, Rustaveli Ave, 0118,
Tbilisi / Georgia
GSM: +995 595 850045
გიგზავნით განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციას განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით