From : marina darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : ერთი სერვისპროვაიდერი
Cc : mamuka <songulashvili'>
Received On : 16.08.2017 13:34
Attachments :

ბატონო დავით,

 

თქვენი დავალების შესაბამისად, რეგულირების სააგენტოსთან ერთად მოვამზადეთ და გიგზავნით ინფორმაციას იმ შემთხვევების თაობაზე, როდესაც რაიონებში მხოლოდ ერთი სერვისის მიმწოდებელი გვყავს (ამ დიფერენცირებისათვის კრიტერიუმად გავითვალისწინეთ სერვისპროვაიდერები მულტიპროფილურობა). ასეთი გამოვიდა 46 რაიონი +ქ. ფოთი, რომელსაც მუნიციპალიტეტი არ აქვს და არც რამდენიმე სერვისის მიმწოდებელია განთავსებული.

 

საქსტატის მონაცემებით, სულ, ოკუპირებული რაიონების გამოკლებით, 59 მუნიციპალიტეტი გამოდის + ქ. ფოთი.

 

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (მაგ.: მარნეული, გორი, ქობულეთი) რამდენიმე სერვისპროვაიდერია, მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება სერვისები არ იყოს გადაფარული/დუბლირებული და რომელიმე სერვისის დახურვამ არასასურველი გავლენა იქონიოს, ცალკე დანართი გავაკეთეთ ასეთი რაიონებისათვის (რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სუბიექტური მოსაზრებაა და თუ საჭიროდ არ მიგაჩნიათ, აღარ გავაკეთებთ მეტ დეტალიზაციას მათი მიმართულებით).

 

თუ შენიშვნები გექნებათ, მონაცემებს დავაკორექტირებთ/შევავსებთ თქვენი მითითების შესაბამისად.

 

ასევე, შეხვედრას გავუკეთებთ ორგანიზებას თქვენს მიერ მითითებულ დროს.

 

პატივისცემით,

 

მარინა დარახველიძე

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

 

საქართველო,0119, თბილისი

აკ. წერეთლის გამზ.144

 

ტელ.: (+995 32)251 0038 (1102)

მობ.: (+995)577 722 642

ელ.ფოსტა: mdarakhvelidze@moh.gov.ge