დათო არ მინდოდა შენი შეწუხება, მაგრამ შენ თუ დაინტერესდები და ვინმეს დაავალებ იქნებ ეს პროექტი გამოვიდეს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ექთნები არ არიან განებივრებული პოსტდიპლომური სასწავლო პროგრამებით. მყავს ამერიკელი პარტნიორები, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლებსაც უნდათ მთელი საქართველოს ექთნებს ჩაუტარონ უფასოდ ტრენინგი, TOT პრინციპით, ამერიკის პედიატრთა აკადემიის ახალი სასწავლო პროგრამებია Essential care for every baby and essential care for small babies. სახელმძღვანელოებს ვთარგმნით მე და ირინა წირქვაძე ქართულ ენაზე.
ეს ორგანიზაცია თავის თავზე უღებს უფასო ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენაზე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების დარიგებას ყველა მსმენელისათვის და სასწავლო აღჭურვილობას.
მათ არ უნდათ რომელიმე ერთ კერძო კომპანიის მფლობელობაში მყოფი კლინიკების ექთნების გადამზადება, მათი ინტერესია მთელი საქართველოს მაშშტაბით ჩაატარონ სწავლების რაუნდი. ძალიან უნდათ თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურასტან, კერძოდ ეპრესტიჟებათ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა.
ამ ორგანიზაციამ 8 წლის წინათ დაიწყო "პედიატრთა აკადემიასთან" (გამგების თავნჯდომარე ვარ ამ ასოციაციის მე) თანამშრომლობდა და მაშინაც ვეცადე სამინისტრო დამეინტერესებინა ამათი პროექტით, სამინისტრო მხოლოდ დაგვეხმარა მაშინ მეილები გაუგზავნეს ყველა სამშობიაროს და ჩამოიყვანეს მსმენელები. ეს იყო ახაშობილთა რეანიმაციის გაიდლაინის 5 და 6 გამოცემა.
ეს წიგნები საქართველოს ყველა ნეონატოლოგს აქვს, რადგანაც ჩვენ ვთარგმნეთ და დავურიგეთ მსმენელებს, ასევე მთელს საქართველოს აქვს ამათი ნაჩუქარი მულაჟები პროგრამის ჩასატარებლად. გარდა ამისა ექთნებსაც ჩავუტარეთ მე და ირინამ ამათი მხარდეჭერით კიდევ ერთი საექთნო პროგრამა დავეხმაროთ ბავშვებს სუნთქვაში, ისიც ქართულ ენაზე , მულაჟებთან ერთად ვაჩუქეთ სამშობიარო სახლებს მთელს საქართველოში. ეს პროგრამა ასევე ნეონატოლოგებისთვისაც არის განკუთვნილი, განსაკუთრებით რეგიონების ნეონატოლოგებს არ აწყენდათ.
თუ დაგვეხმარები და გადაგვამისამართებ ვინმესთან მე იმ ადამიანის მეილს მივწერ ამერიკელებს და თვითონ დაეკონტაქტებიან.
ასევე ამ პროგრამის საქმის კურსში არის ჰოსპიტალთა გაერთიანება(ასოციაცია).
მემგონი არ იქნება ცუდი პროექტი თუ უახლოეს 2 კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისინი ბიუჯეტში ჩასვამენ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიში რომ დროს გაკარგვინებ, მაგრამ ცუდი პროექტი არ არის სამინისტროსთვისაც და ქართველი ექთნებისთვის და ნეონატოლოგებისთვის.