| From : | kacharava george <gkacharava@yahoo.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | ექო-სპეციალიზაცია |
| Received On : | 19.03.2018 04:58 |
ბ-ნო დავით,
1 წლის წინ, სამინისტროს შუამავლობით, ჩვენს ასოციაციასა და საქართველოს კარდიოლგთა საზოგადოებას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სპეციალიზაციის პროგრამას ექოკარდიოგრაფიაში ახორციელებდნენ სასწავლო ცენტრები ერთიანი პროგრამით, ხოლო ფინალური გამოცდა იქნებოდა საერთო და ჩატარდებოდა ორივე ასოციაციის ექოკარდიოგრაფიის სამუშაო ჯგუფების მიერ.
ამჟამად დასრულებულია სწავლების პირველი კურსი. ორივე ასოციაციის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელების და სასწავლო ცენტრების პროგრამის ხელმძღვანელების დონეზე მიღწეულია კონსესუსი საგამოცდო კითხვების შესახებ და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არის ორმხრივი მზაობა გამოცდის ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება (ვფიქრობ გ.ჩაფიძის სასწავლო ცენტრის მოთხოვნით), თავისივე ექოკარდიოგრაფიულ ჯგუფს, თხოვს შეცვალოს გამოცდის ფორმატი. ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის, რომ ამ დაპირისპირების პროცესში ჩართული არიან თავად ცენტრის „მოსწავლეები“, როგორც საგამოცდო კითხვების მომზადების, ასევე მათი ღიაობის და გამოცდის ფორმატის თვალსაზრისით.
ბ-ნო დავით, იქნებ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოგვეხმაროს ასოციაციებს შორის შუამავლის სახით, რომ ეს მართალაც და სამაგალითო პროგრამა თავისი ფინალური გამოცდით, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ევროპის ექოკადიოგრაფიული ასოციაციის ანალოგიურ გამოცდასთან არ ჩაიშალოს. ჩვენი ექიმები არ იმსახურებენ იმას, რომ მათი დიპლომისშემდგომი განათლების პროცესი მიმდინარეობდეს არაკვალიფიციური სწავლების და უსამართლო შეფასების ფონზე.
პატივისცემით,
საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიის პრეზიდენტი:
პროფ. გიორგი კაჭარავა