From : lasha kiladze <lashakiladze@yahoo.com>
To : David <Sergeenko>
Subject : ვაისმანის მეთოდთან დაკავშირებით
Received On : 19.07.2017 16:25
Attachments :

ბატონო დათო,
საღამო მშვიდობის.

მინდა მოგახსენოთ სწრაფი ნარკოლოგიური დეტოქსის, ე.წ. ვაისმანის მეთოდთან დაკავშირებით.

ამ თემის თაობაზე დაახლოებით ერთი წლის წინ დამიკავშირდა ორი სხვადასხვა ჯგუფი. ერთი იყო ქართულენოვანი დელეგაცია ისრაელიდან, რომელთაც ქონდათ სურვილი, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა განხორციელებული სახელმწიფო პროგრამული დაფინანსებით, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენელი არის ბატონი გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც თავის დროზე დამიკავშირდა ბატონ ვალერი კვარანცხელიას საშუალებით. 
ბატონი გიორგის მიერ საქართველოში უკვე დარეგისტრირებულია მედიკამენტი (აგონის-ანტაგონისტი, ნალტრექსონის ანალოგი) რომელიც საჭიროა ულტრასწრაფი დეტოქსის შემდგომი რამდენიმეთვიანი ამბულატორიული მკურნალობისათვის.
ბატონი გიორგი (პარტნიორებთან ერთად) გეგმავს ამ მედიკამენტის წარმოების საქართველოში დაწყებას, ასევე აპირებს შესთავაზოს გლობალურ ფონდს ამ მეთოდით მკურნალობის დაფინანსება საქართველოში. თუმცა ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული სერვისის განხორციელების საკითხის იურიდიული მხარე. 
ინფორმაციიდან, რომელიც სამეცნიერო საბჭოდან მომაწოდა ბატონმა გელა ლეჟავამ, ირკვევა, რომ აღნიშული მეთოდი უკვე გამოიყენებოდა საქართველოში, ამდენად არსებობს შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსი და საჭირო აღჭურვილობის არსებობის პირობებში ეს სერვისი უპრობლემოდ შეგვიძლია შევთავაზოთ პაციენტებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო საბჭოს აზრით ულტრასწრაფი დეტოქსის მეთოდი თვისი ეფექტურობით არ აღემატება ამჯამად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარული დეტოქსის კურსს და  მისი გამოყენება მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი მოტივაციის მქონე პაციენტების მიმართ. ამასთან, ის არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის ალტერნატივა.


მიმაგრებული დოკუმენტში წარმოგიდგენთ სამეცნიერო საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს.

ამჟამად ვმუშაობთ საჭირო მოწყობილობების ჩამონათვალსა და ხარჯთაღრიცხვის საკითხზე, რასაც წარმოვადგენთ პირველივე მოთხოვნისთანავე.

პატივისცემით,
ლაშა კილაძე