From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : ვიზიტი დასავლეთ საქართველოში
Cc : Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; Maia Tabagari
Received On : 28.02.2018 09:33
Attachments :

ბატონო დავით,

 

როგორც მოგეხსენებათ 1-3 მარტს დაგეგმილია თქვენი ვიზიტი, იმერეთის (ქუთაისი), აჭარის (ბათუმი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (ზუგდიდი) რეგიონებში.

შეხვედრებზე მოწვეულნი არიან რეგიონების ხელმძღვანელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები - მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ადგილობრივი ცენტრების ხელმძღვანელი პირები.

 

 

ჩვენის მხრიდან დაგეგმილია განხილვებისთვის შემდეგი ძირითადი საკითხები  სამივე რეგიონისათვის:

 

1.      წითელას ეპიდზედამხედველობა, ეპიდაფეთქების შეკავების ღონისძიებები და სამიზნე მოსახლეობის აცრებით მოცვის გაუმჯობესება; (ყველა რეგიონი) ;

2.      C ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის გაფართოება, დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა;  (ყველა რეგიონი) ;

3.      აივ შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტიკა, გამოვლენა და სამი დაავადების  მართვა  “ერთი ქოლგის ქვეშ” - პირველადი ჯანდაცვის დონეზე  პილოტური პროექტი სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობითა და თანამონაწილეობით; (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). პილოტი იწყება აპრილში გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

4.      ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გლობალური ფონდის ახალი ინიციატივა ,,ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარის რეგიონი“ (აჭარის ა/რ, ბათუმი), რომელზედაც წინასწარი თანხმობა მხარდაჭერაზე მიღებულია გლობალური ფონდიდან და მისი წარდგენა იგეგმება ტუბერკულოზის მსოფლიო დღისთვის (24 მარტი).

დღეისთვის შეხვედრების წინასწარი განრიგი ასეთია:

 

1 მარტი ქ.ქუთაისი  - 17:00 საათი, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი: შეხვედრა  მხარის რწმუნებულთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და მხარეში შემავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების (12) ხელმძღვანელებთან.

2 მარტი ქ.ბათუმი  - 11: 00 აჭარის ა/რ სამინისტრო,  შეხვედრა ა/რ ჯანდაცვის  მინისტრთან, ბატონ ზაალ მიქელაძესთან. 

12 : 00  შეხვედრა აჭარის ა/რ  მთავრობის თავმჯდომარესთან -ბატონ ზურაბ პატარაძესთან,    14 : 00  შეხვედრა აჭარის ა/რ სამედიცინო საზოგადოებასთან - ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში;

3 მარტი ქ.ზუგდიდი - 14:00   შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტების მერებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან -  ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი.

 

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გიგზავნით ზოგიერთ საინფორმაციო მასალას (სამეგრელო-ზემო სვანეთის, პილოტი, აჭარაში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა)ასევე ეპიდსიტუაციის (წითელა) და სკრინინგების მონაცემებს. დანარჩენს გამოგიგზავნით დამატებით ან გვექნება ადგილზე.

 

ჩვენგან ჩემთან ერთად იქნებიან პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ხვიჩა გეთია, აჭარასა და სამეგრელოში ირმა ხონელიძე და ადგილობრივი წარმომადგენლები რეგიონების მიხედვით.

 

პატივისცემით

 

ამირანი