From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : თამბაქო-დოკუმენტების პაკეტი
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 14.02.2018 10:57
Attachments :

ბატონო დავით,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ 2017 წლის მაისში დამტკიცებულ იქნა ახალი კანონპროექტები - კანონებ თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ძირითადი ცვლილებები ეხება თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან და ა.შ.

კანონის აღსრულებისათვის სათანადოდ მოსამზადებლად 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს კომპონენტის ბიუჯეტი, განსაკუთრებით აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგების, კანონის აღსრულების მონიტორინგისა და, რაც მთავარია, საკომუნიკაციო კამპანიის ხარჯზე.

ამ ეტაპზე საქართველოზე მიმართულია საერთაშორისო ყურადღება. ჩვენი მომავალი მიზნებისა და ამოცანების მიღწევა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თამბაქოს კანონების ეფექტურ აღსრულებაზე. საერთაშორისო ყურადღების მნიშვნელოვანი გამოვლინებაა 27-28 თებერვალს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელის ვერა ლუიზა დე კოსტა სილვასა და სამდივნოსა და გაერო-ს განვითარების ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი. ვიზიტის ძირითადი მიზანია მოხდეს WHO FCTC სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის „FCTC 2030-საქართველოს“, რომელსაც კონვენციის სამდივნო დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული ფინანსური დახმარებითა და გაეროს განვითარების პროგრამასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს, და გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანმო-ს ერთობლივი შეფასების ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ პრეზენტაცია. „საინვესტიციო შემთხვევა“ გულისხმობს გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტებისა და გაეროს ქვეყნის გუნდის მონაწილეობით ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას და თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში პრიორიტეტული ინტერვენციების განხორციელების უპირატესობების გამოვლენას, ისევე როგორც უმოქმედობის ხარჯის შეფასებას. „საინვესტიციო შემთხვა“  გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის სხვა უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა, შედეგების დოკუმენტს გაახლებთ ინგლისურად ბმული ფაილის სახით, ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტის თარგმნა. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების პრეზენტაცია, როგორც მოგეხსენებათ, 27 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაზე მოხდება. 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში გამართულ მაღაალი დონის შეხვედრაზე კი დაგეგმილია თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულებისათვის საზოგადოების მაქსიმალური მზაობის შესაქმნელად შემუშავებული საკომუნიკაციო კამპანიის წარდგენა.

ჯანმოს საქართველოს ოფისთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მოამზადა 27 თებერვლის ღონისძიების დღის წესრიგის წინასწარი მონახაზი და მზად არის კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებში.

ასევე, განსახილველად გიგზავნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თანამშრომლობით შემუშავდა „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეცია 2030“ პროექტის სტრატეგიას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს მოამზადოს სტრატეგიის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცების მოსამზადებელი სამუშაოები. მნიშვნელოვანია და სასურველია თუ სტრატეგიის დამტკიცება მოხდება 27 თებერვალს, უშუალოდ ღონისძიებაზე, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობას ქვეყანაში.

დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად სასურველია მაღალი დონის აუდიტორიის შეკრება; აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეხვედრებზე თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ ბრძანდებით, წევრების მოწვევა. ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, სასურველია მიმართვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებისათვის სამუშაო ჯგუფში ახალი კანდიდატურების წარმოსადგენად.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაევალოს სამინისტროს აპარატს უზრუნველყოს წერილების სხვადასხვა უწყებებთან გაგზავნა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, როგორც კომისიის სამდივნო წარმოგიდგენთ გასაგზავნი წერილების პროექტს.

დანართის სახით:

1.      „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეცია 2030“ პროექტის სტრატეგია ქართულ და ინგლისურ ენებზე

2.      27 თებერვლის ღონისძიების დღის წესრიგის წინასწარი მონახაზი

3.      სხვადასხვა უწყებებთან გასაგზავნი წერილების პროექტი და უწყებათა ჩამონათვალი

4.      გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანმო-ს ერთობლივი შეფასების ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ შედეგები (Excel ფაილი) და პრეზენტაცია

 

პატივისცემით,

ამირანი