From : Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : ინფორმაცია დირექტივების შესახებ
Received On : 05.10.2017 10:43


მოგესალმებით ბატონო დავით,

 

გიგზავნით მოკლე ინფორმაციას  შრომისა და დასაქმების სფეროში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ, რომელიც ეხება ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე აღებულ ვალდებულებას.

 

როგორც იცით 26 ევროდირექტივიდან  3 დირექტივის შესრულების ვალდებულება გვაქვს

მიმდინარე წელს, ძირითადად ეს ეხება  დისკრიმინაციის აღმოფხვრას  და პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვასდირექტივები  ვრცელდება როგორც საჯარო ისე  კერძო სექტორზე.  

ვალდებულება მოიცავს ასევე  შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრას და სანქციების  დაწესებას  დარღვევების აღმოჩენისას. 

 

ეს ცვლილებები  ეხება  დისკრიმინაციის  აღმოფხვრას შრომით დაწინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა დაჯანმრთელობის დაცვის სფეროებში.

 

კერძოდ: 

  •  ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზედისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.(ასაკისქესი და .)
  • ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სფეროებში დისკრიმინაციის აკრძალვას სერვისების მიწოდებისას.
  •  ანტიდისკრიმინაციული მიდგომა დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების,პროფესიული მომზადება-გადამზადების, კარიერული წინსვლის  კუთხით.
  • დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება პირთა თანასწორუფლებიანობის საკითხებში.


ყოველივე ამან, გამოიწვია  ცვლილებათა პაკეტის შემუშავება შემდეგ კანონებში:

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";

საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ";

საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ";

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";

საქართველოს კანონისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსი"

 

 ამ ეტაპზე განისაზღვრა  დირექტივის შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ზედამხედველობას ისედაც უწევს დისკრიმინაციის აკრძალვის  შესახებ კანონის აღსრულებას და  დაწესდა სანქციები. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენისას სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ

 მინიმალურ ოდენობამდე.​





პატივისცემით,


ელზა